ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიმსოფლიოში ჯერჯერობით კორონავირუსის სამკურნალო წამალი არ არსებობს, ვაქცინის მიღებას 18 თვე სჭირდება

მსოფლიოში ჯერჯერობით კორონავირუსის სამკურნალო წამალი არ არსებობს, ვაქცინის მიღებას 18 თვე სჭირდება

16.04.2020 Rustavi2

გაეროს ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის წამალი მსოფლიოში არ არსებობს.

როგორც გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას აღნიშნა, ზოგადად, ვაქცინის შექმნა რთული და გრძელვადიანი პროცესია და მას დაახლოებით 18 თვე სჭირდება.

“ვაქცინების განვითარება – ეს არ არის ისეთი პროცესი, რომელიც ჩვენ მოქალაქეს შეიძლება წარმოედგინოს ტრილერებსა და კინოებში. ეს რთული პროცესია და ძალიან ხანგრძლივი. საშუალოდ, ვაქცინის პროცესი დაწყებიდან დამტკიცებამდე გრძელდება 12-18 თვე. ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია და აქედან გამომდინარე, საშუალოდ, ვაქცინის დამტკიცებას 18 თვე სჭირდება.

ის მოწოდებები, რომელიც ძალიან ბევრია ინტერნეტში და რომელსაც ვისმენთ ზოგჯერ მედიასაშუალებებიდან, ჩვენთვის ძალიან სასაცილო არის. არასერიოზულია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ერთ, ან ორ თვეში ჩვენ ვაქცინა გვექნება. ვაქცინის დამტკიცებას სჭირდება დრო – ჯერ ლაბორატორიული მუშაობა, მერე ცხოველებზე ექსპერიმენტები, შემდეგ ადამიანებზე გადამოწმება.

პირადად ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით, მკურნალობის არცერთი პროცესი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული და არ გვაჩვენა ჩვენ 100-პროცენტიანი დადებითი შედეგი. არის ძალიან ბევრი კვლევები მსოფლიოს სხვადახვა ნაწილში, ძალიან ბევრი ლაბორატორიაა ჩართული, მაგრამ დღეს არ გვაქვს წამალი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ეს კონკრეტული წამალი არის კოვიდის სამკურნალო. ჯერჯერობით მსოფლიოში ჩვენ ეს წამალი არ გვაქვს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/161577

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „შესაძლოა, კოვიდი ცხიმის უჯრედებში იმალება“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights