სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება.. 6-8 თვეც მოვითმინოთ…“- გიორგი ფხაკაძე

„ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება.. 6-8 თვეც მოვითმინოთ…“- გიორგი ფხაკაძე

25/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.

საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით.


მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.

საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ.


უკვე მაქსიმალური ცოდნა დაგროვდა, ვიცით, ვინ არის მტერი და როგორ ვებრძოლოთ, ფაიზერი მეტად, ასტრაზენეკა ცოტა ნაკლებად მუშაობს ინდური შტამის წინააღმდეგ, მოდერნა უკვე ქმნის ბუსტერს, რომელიც სხვა შტამებზეც იქნება ეფექტური.

სექტემბერში უკვე ძლიერი კვლევები წამოვა ვაქცინირებულებზე, განსაკუთრებით, ისრაელიდან. გაიზარდა ვაქცინების წარმოებაც. ასევე კარგია,- საქართველოს კლინიკებშიც უკვე იციან, როგორ მართონ კოვიდინფიცირებულები.


რაც შეეხება ქვეყნის გახსნას, მეც ვიყავი შეშინებული და წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, უაზრო ჩაკეტვებს ეფექტი არა აქვს. თუ ქვეყანას კეტავ, უნდა წარმოადგინო პროგრამა, რატომ კეტავ და რას გეგმავ. თუ პროგრამა არა გაქვს, ჩაკეტვას აზრი არა აქვს, რადგან ამას მოჰყვება ჩაკეტვა-გახსნის უსარგებლო მონაცვლეობა.


სჯობს, გავსხნათ ქვეყანა, ოღონდ ფრთხილად. ტურისტულადაც მომგებიანი იქნება. ხომ რთულია მოსასმენად, რასაც ვამბობ?! ვუთხრათ სიმართლე მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ პირბადის ტარება გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ღარიბები ვართ და თუ გვექნება ვაქცინა, გავიკეთებთ. გვაქვს ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე და გამოვიყენოთ, დაცულები ვიქნებით.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  “Covid pass cannot be permanent, it’s not a birth certificate or a passport” - Dr Giorgi Pkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights