სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„საქართველოში კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება დაიწყო, ბავშვები დაუცველები არიან“ – გიორგი ფხაკაძე

„საქართველოში კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება დაიწყო, ბავშვები დაუცველები არიან“ – გიორგი ფხაკაძე

04/06/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„მე ამაზე ბოლო 2 წელია ვსაუბრობ და ახლა კონკრეტული საჯარო სტატიებიც არის ხელმისაწვდომი, წაიკითხეთ, თუ ამისი დრო გაქვთ. ვხედავ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დაკავებული ხართ და მარტო სათაურებით და სტატიის სურათით აფასებთ და აკომენტარებთ ყველაფერს. ამ ტექსტსაც, სავარაუდოდ, 90% არც კი წაიკითხავს…


შეგახსენებთ, პირველი კვლევა ინდოეთიდან წამოვიდა, როცა სკოლის მოსწავლეებში კოვიდაფეთქება დაფიქსირდა და მათ „გაავრცელეს” ვირუსი თავიანთ სანათესაოში. პირველი ტალღის დროს ეგონათ, რომ ბავშვებში კოვიდი არ იყო და ეს შეცდომა იყო… რა ვიცი, ჭკვიანი/სწავლული ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს…


როგორც არაერთხელ გაგაფრთხილეთ, საქართველოშიც დაიწყო კოვიდის მორიგი აფეთქება, „2022 წლის ივნისს/ივლისის მორიგი კოვიდტალღა” და პირველი დარტყმა ზუსტად ბავშვებზე მოდის, შეფუთული “სეზონური გრიპის სახელით” ჩემებურად კი – “სეზონური კოვიდი”.


საქართველოში არ არის „სეზონური გრიპის” აფეთქება, საქართველოში დაიწყო კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან…. მარტო ამერიკაში, ერთ წელიწადში, კოვიდით 6-ჯერ უფრო მეტი ბავშვი გარდაიცვალა, ვიდრე სეზონური გრიპით… და კიდევ რა არგუმენტი გნებავთ უი, ხო, „ამდენი ნეგატივით დავიღალეთ”, მე კი ამდენი იდიოტის (ბოდიში,მეტი რბილი სიტყვა ვერ მოვძებნე) კომენტარების მოსმენით დავიღალე. არ გინდათ, ვაქცინაცია? პირბადე მაინც გამოიყენეთ, დიახ, ფხაკაძის საბავშვო პირბადე .“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/06/saqarthveloshi-kovidis-morigi-talghis-aphethqeba-daitsqho-bavshvebi-dautsvelebi-arian-giorgi-phkhakadze/




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  წელსაც ბათუმიდან დაიწყება ეპიდაფეთქება, მაგრამ უფრო მწარე იქნება - ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights