ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„უანგაროდ ვთავაზობ ჩემს დახმარებას, საჯაროდ მივმართავ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს...

„უანგაროდ ვთავაზობ ჩემს დახმარებას, საჯაროდ მივმართავ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს…

19/02/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




„საქართველოში ჯანსაცვის სისტემის ნაცვლად გვაქვს ემოციური, კორუფციული კარტელი.

ჩვენ ჯანდაცვაში ძალიან რადიკალური, რევოლუციური ცვლილებები გვჭირდება.

შევიმუშავე და ჩემს ფეისბუქგვერდზე საჯაროდ გავაზიარე ჯანდაცვის რეფორმის ათპუნქტიანი გეგმა, ბაზისური ცვლილებები.


საჯაროდ მივმართავ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ქვეყანას ოფიციალურად, უანგაროდ ვთავაზობ ჩემს დახმარებას.

ეს ტექნიკური საკითხებია, უმრავლესობამ შეიძლება, ვერც გაიგო, რაც ვთქვი, მაგრამ ეს არის ის, რაც თითოეულ მოქალაქეს სჭირდება.

დღეიდან ყოველდღე ამაზე ვილაპარაკებ – ვილაპარაკებ ჯანდაცვის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს.


ვისაუბრებ, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა, როგორ შევამციროთ ჯანდაცვის ხარჯები. ჩემს მიერ წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 30%-იანი ეკონომიის გაკეთება რეფორმის დასაწყისშივე – პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

ეს მე მრავალ ქვეყანაში გამიკეთებია, სულით და გულით დავეხმარები საქართველოს. არანაირი პოზიცია არ მინდა, არც მინისტრობა, არც სხვა რამ. რა ფორმაც გინდათ, ის დაარქვით, დაგეხმარებით რეფორმის დაწერაში, განხორციელებაში, რჩევებით, ყველაფრით, ოღონდ საქმე გაკეთდეს. საქმე კი გადაუდებლად გასაკეთებელია. რა მნიშვნელობა აქვს, რა თანამდებობა გაქვს, რა პოზიციაზე მუშაობ, მთავარია საქმე გაკეთდეს.


დიალოგი და დებატები უნდა იყოს იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა. რთული პერიოდი მოდის, მთავარი გამოწვევა პოსტკოვიდური გართულებები იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, უნდა დავეხმაროთ ისე, რომ ოჯახები არ გაღარიბდნენ, პოსტკოვიდის მკურნალობაშია რ გატყავდნენ.

ვიმოქმედოთ გონიერად, მივიღოთ სეწორი გადაწყვეტილებები და ყველაფერი კარგად იქნება, ჯანმრთელობას გისურვებთ! – აცხადებს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


ვიდეო ნახეთ
აქ:
ვიდეო – https://www.facebook.com/529920578/videos/1570686226651796/



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გილოცავთ, დღეს, ოფიციალურად საქართველოში კოვიდი დამთავრდა... გუგუნებს საქართველო - გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights