სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით...“

„ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით…“

23/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil





პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ეს ქვეყანაც და ჯანდაცვის სისტემაც ტყუილზეა აწყობილი. სტატისტიკა, რასაც გვაწვდიან, არის ტყუილი.


„ასეა, მეგობრებო, რომ ვინერვიულოთ, რა აზრი აქვს. ქვეყანას ატყავებენ – ვიცით, ირგვლივ აფერისტები არიან – ვიცით, არაპროფესიონალები გვყავს – ვიცით, რას ვაკეთებთ? არაფერს – ვიცით. ეს არის რეალობა.

პირბადეები მოიხსენითო, გვითხრეს. კი, ბატონო, ჯარიმების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ, – თუ ჩემი მეგობარი ხართ, ძალიან გთხოვთ, პირბადე გამოიყენეთ. სახალისოც იქნება, ვისაც პირბადე გექნებათ, იტყვიან, ეს არის ფხაკაძის მეგობარი. საქართველოში ძალიან მარტივად შეგიძლიათ, გამოავლინოთ ფხაკაძის მეგობარი. ადამიანი ქუჩაში სამედიცინო პირბადით თუ დადის, ე.ი. ფხაკაძის მეგობარია.

გავაკეთოთ სახალხო მოძრაობა – „მე ვატარებ ფხაკაძის პირბადეს“. მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, თქვენ იყოთ კარგად. ამიტომაც ჩემი თხოვნაა, თუ შეგიძლიათ, გამოიყენეთ პირბადე, რადგანაც ის რეალურად გვიცავს.

გადაიღეთ ფოტოები პირბადეებში, გამომიგზავნეთ, დადეთ ჩემი ლაივის კომენტარებში, მადლობას გეტყვით“,- ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „2020 წლის დეკემბერი… ფეისბუქი მაგარია, ყველაფერი ახსოვს…- „ყველაზე აქტუალური საკითხი...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights