სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა

გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა

08.04.2020 ImediNews

გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა


საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კარანტინი საზღვრების ჩაკეტვისთანავე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განმარტავს, რომ ეს ლოგისტიკურად არ იქნებოდა მარტივი.

„როდესაც საზღვრები ჩაიკეტა, ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო და ამის შესახებ ყველა ექსპერტს ვესაუბრე, რომ კარანტინი მთელ ქვეყანაში რაც შეიძლება მალე გამოეცხადებინათ. მესმის, რომ ეს ლოგისტიკურად ალბათ, არ იყო მარტივი და ამიტომაც ცოტა დააგვიანეს კარანტინის გამოცხადება, მაგრამ, რაც ახლა ხდება საქართველოში, იქნება ეს ფინანსური მხარე თუ სხვა ტექნიკურ საკითხები, ყველანაირად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამ გადაწყვეტილებამ მისცა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მომზადების საშუალება“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/135828/giorgi-pkhakadze-saqartvelos-mtavrobam-miigo-dzalian-stsori-gadatskvetileba-rodesats-sazgvrebi-chaketa-da-karantini-gamoatskhada

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ტაძარში სიარული არ ნიშნავს, რომ შენ ხარ კარგი. იმდენი ადამიანი ვიცი, ვინც ეკლესიაში დადის და ისინი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights