სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა იმ ხალხის ბრალია...

ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა იმ ხალხის ბრალია…

22.12.2020 ImediNews

გიორგი ფხაკაძე: ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა იმ ხალხის ბრალია, ვინც რეგულაციებს არ იცავს და კარანტინის დროს დაბადების დღეებზე დადის



ამდენი ადამიანის უმუშევრად დარჩენა მთავრობის კი არა იმ ხალხის ბრალია, ვინც რეგულაციებს არ იცავს და კარანტინის დროს დაბადების დღეებზე დადის, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ვირუსი მუტაციას განიცდის და ეს ნორმალურია.

„არაფერი შეცვლილა, ეს ვირუსი როგორიც იყო, ისეთია ახალი შტამი. ეს არის კორონავირუსის ბიძაშვილი, ვირუსის მუტაცია ნორმალურია, ყველა შეშინდა ახალ შტამზე და მაინტერესებს, ძველი შტამი დაგავიწყდათ?! რამე შეიცვალა?!

გუშინ ვუყურებდი თბილისში ნაძვის ხესთან რა ხდებოდა, გული გამისკდა. ეს არის კარანტინი? ციფრებმა ოდნავ დაიწია, ჩაკეტვამ იმოქმედა და ახლა ხალხი გამოდის და დაბადების დღეებზე დადის. ვინც დაბადების დღეებსა და თავშეყრის ადგილებზე დადის, ეს არის ხალხი, ვისი ბრალიცაა, რომ ახლა ბევრი ადამიანი უმუშევარია და სახლში ზის. აქ არაფერ შუაშია მთავრობა, დამნაშავეა ის, ვინც არ მიუყვება რეგულაციებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

28 ნომებრიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/178221/giorgi-pkhakadze-amdeni-adamianis-umushevrad-darchena-mtavrobis-ki-ara-im-khalkhis-bralia-vints-regulatsiebs-ar-itsavs-da-karantinis-dros-dabadebis-dgeebze-dadis

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რეპროდუქცია, როგორც სუროგაციის გზით, ისე ინვიტრო განაყოფიერებით, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights