პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
მთავარიბლოგი„ევროპა მიხედავს ახლო აღმოსავლეთს და საქართველოსაც… პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“

„ევროპა მიხედავს ახლო აღმოსავლეთს და საქართველოსაც… პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“

04/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა, თემა: ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი.

„სექტემბერამდე ამერიკა და ევროპა თავიანთ ქვეყნებში პანდემიას „რქებს მოუგრეხენ“. ამის შემდეგ ევროპა მიხედავს, ალბათ, ახლო აღმოსავლეთს, მათ შორის საქართველოსაც. ამის იმედი მაქვს.
კიდევ ერთი სიახლე „ფაიზერზე“ – უკვე საუბარია, ფაიზერით ვაქცინაცია უკვე 12 წლის ასაკიდან იქნება დაშვებული. ეს არის ერთ-ერთი მზიეზი, რატომაც ავირჩიე „ფაიზერი“, რადგან ეს უსაფრთხოების მაღალი გარანტიაა.
საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მილიონი დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, – მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.


მე ვაფრთხილებდი – „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება, მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.
რაც შეეხება რჩევებს: 1.ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის; 2.ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ. 3.როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights