სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„იმედია, ქვეყანა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციას, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი“

„იმედია, ქვეყანა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციას, ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი“

19/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება:

„თავად ჩინეთიც აღიარებს, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 50%-ია. ჩემს გვერდზე დავდე კვლევები, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩინურ ვაქცინის ეფექტურობა 50%-დან 83.5%-მდე მერყეობს. ასეთი დიდი ცდომილების მეცნიერული ახსნა არ არსებობს, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

მსოფლიოში ვაქცინების ომია. დიდი დიქტატორული სახელმწიფოები მთელი რიგი ქვეყნების მიმართ საკუთარი ვაქცინების პოპულარიზაციის გზით პოლიტიკურ, კორუფციულ და ეკონომიკურ წნეხს ახორციელებენ.


ქვეყნებში, სადაც არის რუსული გავლენა, შეტანილია რუსული ვაქცინები, სადაც ჩინეთს აქვს გავლენა – შეიტანეს ჩინური ვაქცინები. საქართველოში ჩინური ინვესტიციების და ბიზნესის გავლენა დიდია, მარტივი და გასაგებია ყველაფერი.


გასათვალისწინებელია, – არც ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა არ დადო დამოუკიდებელი დასკვნა ჩინურ ვაქცინაზე! იმედია, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციას, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და თქვენ, მოქალაქეები, შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რა უნდა გააკეთოთ!

ზოგიერთები საქართველოში ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან. დაუკვირდით, რა ხდება – ჩინური ვაქცინა ჩამოიტანა სახელმწიფომ. ყველა, ვინც არის აფილირებული სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან, უკეთებს რეკლამას ჩინურ ვაქცინას. მარტივი ლუსტრაციაა, ჩანს, ვინ ვინ არის.


სამწუხაროა, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გახდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პოლიტიკაში ყველაფერი დროებითია, გამოიყენებენ ამ ადამიანებს და მოისვრიან. არ ღირს, მეგობრებო, დამიჯერეთ. ხალხი ყველაფერს იმახსოვრებს, – არ გინდათ!

ჩინური ვაქცინის ეფექტურობა ვისაც გჯერათ, კი, ბატონო, გაიკეთეთ, ღმერთმა შეგარგოთ, იქნებ პლაცებოს ეფექტმა მაინც იმუშაოს.


„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უკვე ყველაფერი გითხარით. მათ კი, ვინც უკვე გაიკეთეთ პირველი დოზა, მეორე დოზაც აუცილებლად უნდა გაიკეთოთ.

ვისაც გეშინიათ აცრის, ჩემი პასუხი მარტივია – დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით აწონ-დაწონეთ რისკები და ბენეფიტები და იმის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება.


იმასაც გეუბნებოდით, ვინც კოვიდი გადაიტანა, არა აქვს მნიშვნელობა რთული თუ იოლი ფორმით, ამ ადამიანების დაახლოებით 30 პროცენტამდე სხვადასხვა ტიპის ნარჩენი მოვლენები უვლინდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის კვლევები ჩატარდა, რამაც ეს შედეგები აჩვენა;

მე თქვენ წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე გეუბნებით იმას, რაც შემდეგ საჯაროვდება. საიდან მომაქვს ეს ინფორმაციები?! – ვარ ძალიან ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოში, სადაც შემოდის ეს კვლევები გამოქვეყნებამდე. სანამ ჟურნალში სტატია დაიბეჭდება, ეს სტატია უნდა განიხილონ სხვადასხვა ტიპის ექსპერტებმა, თითოეულ სტატიას უამრავი კვლევა ახლავს. ამ კვლევების საფუძველზე გაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც გაწვდით და რაც არ არის საყოველთაოდ გაჟღერებული.

მსოფლიოში კორონავირუსის უამრავი შტამია გავრცელებული, რომლებზეც ვაქცინების უდიდესი უმრავლესობა არაეფექტურია, ეს ვაქცინები ე.წ. უხანის ვირუსის საწინააღმდეგოა, ეს ვირუსი კი უკვე მილევადია.


კარგი ამბავი არის ის, რომ ვაქცინები, რომლებიც რნმ ტექნოლოგიითაა დამზადებული (მაგალითად, ფაიზერი), იოლად შეიძლება, გადაეწყონ ახალი შტამების წინააღმდეგ და უკვე დაიწყო ამ მიმართულებით პირველი კვლევები;

კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ – მაგალითად, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემთხვევაში ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, ვაქცინაციიდან 5-6 თვის შემდეგ. ამაზე ვინმე ლაპარაკობს საქართველოში?!“.


როდის დაიწყება, Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში…


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:


-„სინოფარმით” ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყება. ჯანმო „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის განხილვას სწორედ ამ დროისთვის დაასრულებს.


მიმდინარეობს მუშაობა, „სინოფარმის” ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმი“ დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში “სინოფარმის” ეფექტურობა საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება, საქართველოც დაიწყებს “სინოფარმის” გამოყენებას აქტიურად”.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.


  ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო "ქსენონში" პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა - კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights