სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი“ხატების წინაშე სასქესო ორგანოს ჩვენება ნორმალურია?” – გიორგი ფხაკაძე

“ხატების წინაშე სასქესო ორგანოს ჩვენება ნორმალურია?” – გიორგი ფხაკაძე

27/08/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ზოგიერთი ექიმის კვალიფიკაციას აკრიტიკებს და მიუღებლად მიაჩნია კაბინეტებში ხატების კუთხეების მოწყობა.


„იყო დრო, როცა საქართველოში „ევექსის“ სამედიცინო კორპორაციაში ვმუშაობდი, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. პირველი რაც გავაკეთე, ყველა საავადმყოფოს შემოვლა დავიწყე. 40-ზე მეტი კლინიკა იყო.


საზღვარგარეთ ექიმთან რომ შედიხარ კაბინეტში, უკან წარმოდგენილია ის სერთიფიკატები და დიპლომები, რაც აქვს მიღებული. ექიმი ამით ამაყობს ამ თავისი დიპლომებით. საქართველოში ექიმთან რომ შევდივარ, ერთი დიპლომი არ უკიდია, სულ ხატებითაა სავსე. ექიმი ზის და უკან ხატების შპალერია. იქვე სასანთლეებიცაა, სანთლებსაც ანთებენ, გეგონება ეკლესიაში ხარ.


ექიმთან რომ მიდიხარ, წესით, იმედი უნდა გქონდეს, რომ ის გამოცდილია, ნასწავლია და გადაგარჩენს. ალბათ, ამ ექიმებს 15 წლის წინ აღებული დიპლომი აქვთ და მხოლოდ ხატის იმედზე არიან. წარმოგიდგენიათ 21-ე საუკუნეში ექიმთან რომ მიდიხართ და ის ხატის იმედზეა?! და არა საკუთარი გამოცდილებისა და განვითარების იმედზე.


ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ქუთაისში ვიყავი შემოვლაზე, შევედი პედიატრთან, რომელსაც ჭერამდე ჰქონდა ხატები კაბინეტში. პედიატრთან მიდიან ბავშვები 18 წლამდე ასაკის. ვეკთხები ამ ექიმს, აი, თქვენთან ბავშვები და მოზარდები რომ მოდიან, მაგალითად რომ მოდის 15 წლის ბიჭი, როგორ სინჯავთ? დაიბნა, მაგრამ უფროსი ვარ და ცდილობს ამიხსნას, რომ კარგად სინჯავს და სწორად აკეთებს ყველაფერს. მიხსნის რომ ამას ამოწმებს, იმას ამოწმებს. ვეკითხები, აი 15 წლის პაციენტი რომ მოდის, ტანზე არ იხდის? სასქესო ორგანოს არ ამოწმებთ? დაიბნა, მაგრამ დამიდასტურა, რომ ყველაფერს ამოწმებს.


ჰოდა, მე ვუთხარი, აი, 15 წლის ქართველი ბიჭი, ქართელი ვაჟკაცი რომ მოდის თქვენთან, გაშიშვლდება წმინდა გიორგის ხატის წინ და თქვენ სასქესო ორგანოს ამოწმებთ, ეს ნორმალურია? 15 წლის ბიჭებს საქართველოში ცოლებიც კი მოჰყავთ… ხატის წინაშე სასქესო ორგანოს ჩვენება ნორმალურია-მეთქი? ხატის წინაშე ხდება ეს ყველაფერი? მერე დაიბნა, ვეღარ მიპასუხა.


მერე შევთავაზე და ვუთხარი ამ ექიმებს, თუ ასეთი რელიგიურები ვართ და ღმერთი გვიყვარს, პატარა სამრეკლო ავაშენოთ ეზოში, სადაც მოძღვარიც იქნება, ხატიც იქნება, სანთელსაც აანთებ თუ რამე გასაჭირი გაქვს და ლოცვა გინდა, გექნება ადგილი, სადაც არ იქნება სასქესო ორგანოების ჩვენება ხატების წინაშე. პროქტოლოგიაზე აღარც ვლაპარაკობ…


მე დიდად ეკლესიური არ ვარ, მაგრამ წელიწადში ერთხელ გარდაცვლილი დედაჩემისთვის სანთელს ვანთებ… ღმერთი გულში უნდა გყავდეს“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

  ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო "ქსენონში" პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა - კანადური სტანდარტი ქართულ კლინიკებში

Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/08/khatebis-tsinashe-sasqeso-organos-chveneba-normaluria-giorgi-phkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights