სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე საქართველოში რემდესივირის გამოყენებაზე - "სინამდვილეში, ჩვეულებრივი კლინიკური კვლევა

გიორგი ფხაკაძე საქართველოში რემდესივირის გამოყენებაზე – “სინამდვილეში, ჩვეულებრივი კლინიკური კვლევა

28.12. 2020 რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი ფხაკაძე რადიო თავისუფლების “დილის საუბრებში” აცხადებს, რომ რემდესივირის შემოტანა საქართველოში იყო შეცდომა და მისთვის გაუგებარია, რატომ გადაიხადა ამაში თანხა საქართველომ მაშინ, როცა მედიკამენტის შემოტანა ქვეყანაში კლინიკური კვლევის ნაწილია:

„ეს წამალი შემოვიდა საქართველოში კლინიკური კვლევის ფარგლებში. სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი შეცდომა იყო რემდესივირი თავიდან ბოლომდე. იმ ხალხმა, ვინც იყო გარეული ამ საქმეში, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს“.
გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რომ ინფორმაცია ამის შესახებ ღიაა და ის სწორედ ღია წყაროებზე დაყრდნობით ლაპარაკობს:
„ეს ინფორმაცია არის ვებგვერდზე. საერთოდ ყველა კლინიკური კვლევა მსოფლიოში არის რეგისტრირებული. ეს არის ანგარიშვალდებულება და ღიაობა. ეს არსებობს როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური კვლევების საიტზე, ასევე ევროკავშირის საიტზე. თქვენც შეგიძლიათ ნახოთ, სხვათა შორის, და ყველა კვლევა არის ძალიან გამჭვირვალე, რომ ყველამ იცოდეს – სად და როგორ ტარდება, თავისი მეთოდოლოგით, სპონსორის მითითებით. ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა.
როცა დავინტერესდი, შევედი, ვნახე და ჩვეულებრივი კლინიკური კვლევაა. საქართველოში არის ასობით კლინიკური კვლევა და ამ კვლევასთან დაკავშირებით რატომ ატყდა ასეთი წივილ-კივილი?.. მესმის, რომ არასაჭიროდ სახელმწიფო ბიუჯეტი რატომ დაიხარჯა – მაგაზე, ეს კიდევ ცალკე თემაა. მოდით, ასე ვთქვათ, შეცდომა იყო. ამაზე ახლა ფოკუსირებას აზრი არ აქვს. აი, ზაფხული მოვა, ყველაფერი დაწყნარდება და შესაბამისმა ორგანოებმა კარგად უნდა გადახედონ – საბუთები არსებობს, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული და ასე შემდეგ. სამედიცინო კუთხით ეს წამალი ეფექტიანი არ არის და არც ერთი წამალი არ გვაქვს კოვიდის საწინააღმდეგოდ, რომელიც ჩვენ დაგვეხმარებოდა ბრძოლაში“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31023101.html

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის სტატუსსა და პერსპექტივაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights