სამშაბათი, ივლისი 2, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგითაბაშირის ულამაზესი ნაკეთობები - ახალგაზრდა წყვილის საინტერესო წამოწყება "თაბაშირა" ✨️

თაბაშირის ულამაზესი ნაკეთობები – ახალგაზრდა წყვილის საინტერესო წამოწყება “თაბაშირა” ✨️

თაბაშირის ნაკეთობები თუ თქვენი ინტერესის სფეროა, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა ✨️

sheniinterieri.ge გთავაზობთ ინტერვიუს ანა თედოშვილთან, რომელიც თავის მეუღლე ზურაბ კაჭარავასთან ერთად ქმნის თაბაშირის ულამაზეს ნაკეთობებს:

მოგესალმებით, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როდის გაგიჩნდათ იდეა – ეს ულამაზესი ნამუშევრები შეგექმნათ?

იდეა გაგვიჩნდა 10 თვის წინ. ერთ-ერთი დეკორაცია ვნახეთ უცხოურ ვებგვერდზე და გადავწყვიტეთ, გვეცადა და ჩვენც შეგვექმნა მსგავსი დახვეწილი დეკორაციები.

რა დაბრკოლებები შეგხვდათ, როდესაც ამ საქმის კეთება აირჩიეთ?

ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო, შეგვექმნა ხარისხიანი მინარევი, ბევრი საჭირო მასალა, რომელიც საჭიროა ჩვენი საქმიანობისთვის, არ იყიდებოდა საქართველოში. დღესაც ბევრი საჭირო მასალა უცხოეთიდან ჩამოგვაქვს.

რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში ახალმა გამოწვევამ?

ეს საქმიანობა წამოვიწყეთ მე და ჩემმა მეუღლე. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი.  ამ საქმიანობამ შეცვალა ჩვე ყოველდღიური რუტინა და მოგვიტანა მომხმარებლების დიდი სიყვარული, ომელიც ჩვენი უმთავრესი მოტივაციაა ამ საქმის გაგრძელებისთვის.

ცხადია, მსგავს წამოწყებებს ფინანსური შესაძლებლობებიც სჭირდებარამდენად რთული იყო თავდაპირველად ამ ბიზნესის წამოწყება?

ამ საქმიაობას დიდი ბიუჯეტი არ სჭირდება, მთავარია მოთმინება, შრომისუნარიანობა და მომხმარებელს მიაწოდო ის პროდუქტი, რისი მოლოდინიც აქვ. თავდაპირველი ბიუჯეტი 100 ლარი გვქონდა, ამ თანხით 4 კგ თაბაშირი და რამდენიმე ყალიბი ვიყიდეთ. ასე დაიწყო თაბაშირას ისტორია.

პროდუქტი, რომელსაც თქვენი ნამუშევრების დასამზადებლად იყენებთ, რამდენად უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის?

პროდუქტს რაც შეეხება – სრულიად უსაფრთხოა ჯამრთელობისთვის, თვითონ თაბაშირი არის ერთ-ერთი ყველაზე იპოალერგიული და არატოქსიკური პროდუქტი.

რა გეგმები გაქვთ მომავალში?

წლის ბოლოს ვაპირებთ გაფართოებას, რაც მოიაზრებს 500ზე მეტი ყალიბის დამატებას და მაღაზიის გახსნას. დღესდღეობით გვაქვს  250ზე მეტი ყალიბი.

დაბოლოს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომაც თქვენსავით სურ მსგავსი საქმიანობის დაწყება, რა უნდა გაითვალისწინონ, სანამ ამ დიდ ნაბიჯს გადადგამენ?

ჩვენი რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვისაც მსგავსი წამოწყება სურთ, იქნება, რომ აუცილებლად გააკეთონ ის, რაც უყვართ. რადგან სიყვარულის გარეშე ვერ შექმნით განსაკუთრებულ, ხარისხიან და ლამაზ ნამუშევრებს. ჩვენი საიდუმლოც ეს არის – ყოველ ნაკეთობაში დიდ სიყვარულს ვდებთ.

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

28 June, 2024
10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება ჩრდილოეთ მაკედონიაში

10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება ჩრდილოეთ მაკედონიაში

27 June, 2024
რა უნდა იცოდეთ სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე

რა უნდა იცოდეთ სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე

26 June, 2024
დიაბეტური თირკმელი – ქუთაისის „ჯანმრთელობის ორგანიზაციის“ ექიმის რეკომენდაციები

დიაბეტური თირკმელი – ქუთაისის „ჯანმრთელობის ორგანიზაციის“ ექიმის რეკომენდაციები

ივლისი 2, 2024
“პინეოში” დაბადებული ახალშობილი, რომელიც მხოლოდ 550 გრამს იწონიდა, მშობლებს ჯანმრთელი დაუბრუნდა

“პინეოში” დაბადებული ახალშობილი, რომელიც მხოლოდ 550 გრამს იწონიდა, მშობლებს ჯანმრთელი დაუბრუნდა

ივლისი 1, 2024
„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში

„ვივამედში“ პაციენტთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი ქართულ კლინიკებში

ივნისი 29, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

ივნისი 27, 2024
იმპორტირებრა ღირს იმპორტირებული ბალიული ბალი

იმპორტირებრა ღირს იმპორტირებული ბალიული ბალი

ივნისი 27, 2024
ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

2 ივლისი 2024
გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი თბილისში დაბრუნების შემდეგ

გიორგი მამარდაშვილის პირველი კომენტარი თბილისში დაბრუნების შემდეგ

2 ივლისი 2024
დაუჯერებელი ისტორია – კაცი, რომელმაც 20 მილიარდი დოლარი დაკარგა, ყველაფერს ნულიდან იწყებს

დაუჯერებელი ისტორია – კაცი, რომელმაც 20 მილიარდი დოლარი დაკარგა, ყველაფერს ნულიდან იწყებს

2 ივლისი 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები