ოთხშაბათი, ივლისი 3, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიავეჯი/აქსესუარებიხალიჩა ინტერიერში – 5 დადებითი და უარყოფითი თვისება

ხალიჩა ინტერიერში – 5 დადებითი და უარყოფითი თვისება

საქართველოში ხალიჩისა და ფარდების კულტურა საუკუნეებს ითვლის. ეს ტრადიციული დასავლური ინტერიერის ელემენტი ჩვენთან ყოველთვის პოპულარულობით სარგებლობდა და არისტოკრატულ სახლებში არსებული ამგავრი ევროპული და სპარსული ნიმუშები დეკორის დახვეწილობას და სტატუსს უსვამდა ხაზს.

თუმცა, ხალიჩების ნამდვილი ეპოქა საბჭოთა კავშირში, 70-იან წლებში დაიწყო როდესაც ე.წ. “ხრუშჩოვკების” მშენებლობის ბუმი იყო. თხელი კედლების დასაფარად და ხმაურის დასახშობად ადამიანებს რამე უნდა ეღონათ. გამოსავალი ხალიჩებში აღმოჩდა. ტელევიზორი, ბროლის ლარნაკი და ხალიჩა – თითოეული მათგანი მაშინდელი საოჯახო ინტერიერის აუცილებელი ატრიბუტი იყო.

დიზაინერები ამ ელემენტს ინტერიერის გასახალისებლად დღესაც აქტიურად იყენებენ. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რატომ არის ხალიჩები ასე პოპულარული, რაშია მათი დადებითი და უაროფითი მხარეები, რა წესებს უნდა ვიცავდეთ იმ შემთხვევაში თუ ნოხი ინტერიერის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად მიგვაჩნია.

დადებითი მხარეები:

 

 

სილამაზე. ხალიჩები უდავოდ ლამაზი და ინტერიერის ძალიან ელეგანტური ელემენტია. სწორად შერჩეული ფერებითა და ფორმით დიზაინერები ბევრ ლამაზ გადაწყვეტილებს გვთავაზობენ.

 

 

ხმის საიზოლაციო თვისება. თუ დაკვირვებიხართ, რომ ცნობილი მუსიკალური ჯგუფების სარეპეტიციო დარბაზებში იატაკი ნოხითაა დაფარული? ეს იმიტომ, რომ ხალიჩა ბგერას ბრწყინვალედ შთანთქავს და ამგვარად შესამჩნევად უადვილებს მეზობლებს ყოფას.

 

 

თერმული იზოლაცის თვისება. ხალიჩა ინარჩუნებს სითბოს და ათბობს ზამთრის ცივ საღამოებს. სწორედ ამიტომ, ხალიჩით მაქსიმალურად მეტი ზედაპირის დაფარვას ცდილობენ.

 

 

ლაქების უხილავობა. ხალიჩაზე ლაქები გაცილებით რთული შესამჩნევია, ვიდრე ლამინატზე ან პარკეტზე. უსწორმასორო ზედაპირი კედელზე, საბავშვო მხატვრობა, ბზარები – ამ ყველაფრის დამალვას ხალიჩა ადვილად შეძლებს.

 

 

სიმყუდროვე. მაშინაც კი, როცა ოთახში აურზაურია და ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს დისტანციურ სწავლებაზე გადასულმა ბავშვებმა ავეჯი და კედლები დაშალეს, იატაკზე მომცრო და ელეგანტური ხალიჩის დაფენით ოთახში მაშინვე სიმყუდროვე ისადგურებს.

უარყოფითი მხარეები:

 

 

მტვერი. გაიხსენეთ როგორი მტვრის ღრუბელი დგება ნოხის ირგვლივ, როდესაც მას ფერთხავენ. ისინი ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით გვწამლავენ. ყოველ წელს ხალიჩაში და მის ქვეშ 2-3 კილოგრამი მტვერი გროვდება. ასე რომ, ნოხმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგია, გართულებული სუნთქვა და ძილის პრობლემები.

 

 

ჭუჭყი. ნოხები გაცილებით ჭუჭყიანია ვიდრე ეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მეცნიერები ხუმრობენ, რომ თუ რამდენიმე წელი ხალიჩას საფუძლიანად არ გავწმენდთ, მასზე დაგროვილი ჩვენი კანის გარქოვანებული ნაწილაკებისგან სათადარიგო ადამიანის აწყობაა შესაძლებელი. ნოხში უამრავი პარაზიტი, მწერი და მიკროორგანიზმი ცხოვრობს. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ხალიჩაში პნევმონიის გამომწვევი ნაწლავური ჩხირიც კი ბუდობს. ამას გარდა, ქიმიკატები, რომლითაც ნოხებს წმენდენ, იმდენად ტოქსიურია, რომ მათქან თაგვებიც კი კვდება.

 

 

რთული მოსავლელია და ადვილად იწვის. აალების შემთხვევაში პირველად ნოხი იწვის, ხოლო სინთეთიკური ხალიჩის შემთხვევაში, მისი კვამლი მომწამვლელიცაა. ნოხი სისტემატიურ მოვლას საჭიროებს და თანამედროვე მტვერსასრუტებიც კი ვერ უზრუნველყოფს მის საფუძვლიან წმენდას. ამიტომ ხალიჩის ღრმა ქიმიური წმენდა რეგულარულადაა საჭირო. რაც უფრო დიდია ნოხი, მით მეტი დროის, ენერგიისა და ფულის დახარჯვა გვიწევს

სუნი. ნოხები ადვილად იჟღინთება სხვადასხვა სუნით. სხვადასხვა არასასიამოვნო არომატების კოქტეილისგან ნოხის სრული გათავისუფლება შეუძლებელია. ამას ვერც რეგულარული წმენდით, ვერც არომატიზატორებითა და ვერც ოთახის მუდმივი განიავებით შეძლებთ.

თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ თქვენი ინტერიერის ხალიჩებით შევსება, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ შემდეგი წესები:

 

 

პატარა სივრცისთვის აირჩიეთ ღია ფერის ნოხი, ის ვიზუალურად გაზრდის სივრცეს; მუქი ფერის ნოხები პირიიქით, შეამცირებს მას. კედლებსა და ხალიჩას შორის ყოველთვის უნდა დარჩეს 20-30 სმ. თავისუფალი ადგილი.

საძინებელში უმჯობესია გრძელბეწვიანი ნოხის დაფენა, ის ოთახს მეტად დაათბობს; საბავშვო ოთახში – მოკლე ბეწვიანი ნოხი გამოიყენეთ, მისი გაწმენდა უფრო მარტივია; შემოსასვლელში – ნოხი რეზინის ძირით, ის რეცხვას უფრო უძლებს; სამზარეულოში ნოხზე  მაგიდაც და სკამებიც მთლიანად უნდა ეტეოდეს.

ნატურალური შალისგან შეკერილ ნოხს არ უნდა ჰქონდეს მატყლის სუნი. სწორი წარმოების დროს მას ანტისტატიკური და ანტიალერგიული ნივთიერებებით ამუშავებენ, რაც სუნს აქრობს. თუმცა, ალერგიულმა ადამიანებმა ჯობია არჩვევანი სინთეთიკურ ნოხებზე შეაჩერონ.

მტვერსასრუტით ნოხის წმენდა კვირაში მინიმუმ 1-2 ჯერ უნდა მოხდეს. ამასთან ორივე ზედაპირის. არანაკლებ წელიწადში 2 ჯერ ხალიჩის ღრმა ქიმიური წმენდაა აუცილებელი, ამისთვის უმჯობესია ნოხის სპეციალურ საწმენდ კომპანიებში ჩაბარება. ნესტიანი წმენდა ნოხის მხოლოდ ცალკეული უბნებისთვისაა შესაძლებელი, როცა ლაქის სასწრაფოდ ამოყვანაა საჭირო.

 

 

და ბოლოს, ყველაზე მთავარი: ხალიჩის ადგილი იატაკზეა. კედელზე მისი დაკიდება მაშინაა მიღებული, როცა ის ხელით ნაქსოვია და განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს. მაგალითად, დაახლოებით მე-16 საუკუნის სპარსელი ოსტატების მიერ შექმნილი აბრეშუმის ხელნაკეთი ხალიჩა ნამდვილად მოუხდება ნებისმიერი ინტერიერის კედელს.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

28 June, 2024
10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება ჩრდილოეთ მაკედონიაში

10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება ჩრდილოეთ მაკედონიაში

27 June, 2024
რა უნდა იცოდეთ სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე

რა უნდა იცოდეთ სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე

26 June, 2024
მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ივლისი 2, 2024
„უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი პაციენტთა უფლებების დაცვაა“-  მიხეილ სარჯველაძე

„უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტი პაციენტთა უფლებების დაცვაა“- მიხეილ სარჯველაძე

ივლისი 2, 2024
საქართველო ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას წელს უკვე მერვედ შეუერთდა

საქართველო ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას წელს უკვე მერვედ შეუერთდა

ივლისი 2, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

ივნისი 27, 2024
ლეგენდარული „ტიტანიკის“ ისტორია

ლეგენდარული „ტიტანიკის“ ისტორია

3 ივლისი 2024
ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების გავლენა ზრდასრულ ცხოვრებაზე

ბავშვობაში მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების გავლენა ზრდასრულ ცხოვრებაზე

3 ივლისი 2024
“ადრე დაშვებული შეცდომის გამო, თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა” – რა ვიცით იესოს ხორციელ ძმაზე

“ადრე დაშვებული შეცდომის გამო, თავს უფლის ძმად წოდების ღირსად არ თვლიდა” – რა ვიცით იესოს ხორციელ ძმაზე

3 ივლისი 2024
რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

ივნისი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხალვა- სასარგებლო ტკბილეული

ხალვა- სასარგებლო ტკბილეული

ივლისი 3, 2024
მივირთვათ თუ არა საღამოს 6 საათის შემდეგ

მივირთვათ თუ არა საღამოს 6 საათის შემდეგ

ივლისი 3, 2024
რატომ უნდა მივირთვათ ხაჭო

რატომ უნდა მივირთვათ ხაჭო

ივლისი 3, 2024
ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის

ივლისი 3, 2024
ვაზელინი- უნივერსალური პროდუქტი

ვაზელინი- უნივერსალური პროდუქტი

ივლისი 3, 2024
ალოეს ნიღაბი- მოვამზადოთ სახლში

ალოეს ნიღაბი- მოვამზადოთ სახლში

ივლისი 3, 2024
რისი მონახულება შეგიძლიათ გერმანიაში ვიზიტის დროს

რისი მონახულება შეგიძლიათ გერმანიაში ვიზიტის დროს

3 ივლისი 2024
საინტერესო ფაქტები საბერძნეთის შესახებ

საინტერესო ფაქტები საბერძნეთის შესახებ

3 ივლისი 2024
ევროპის საუკეთესო ქალაქები სტარტაპის დასაწყებად

ევროპის საუკეთესო ქალაქები სტარტაპის დასაწყებად

2 ივლისი 2024
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს  ღირსების ორდენი გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ღირსების ორდენი გადაეცა

ივლისი 3, 2024
პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა

პირველ საგამოცდო სესიაზე განაწილებულ აბიტურიენტთაგან 93%-ზე მეტი გამოცხადდა

ივლისი 3, 2024
ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

ლამინირებული პირადობის მოწმობები უქმდება

ივლისი 2, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები