პარასკევი, ივლისი 5, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized“ჩემი ჟურნალისტური კარიერა 1991 წლიდან დაიწყო – ვოცნებობ, ყოველ დილით ადამიანები საყვარელ...

“ჩემი ჟურნალისტური კარიერა 1991 წლიდან დაიწყო – ვოცნებობ, ყოველ დილით ადამიანები საყვარელ გაზეთს კითხულობდნენ…” – ინტერვიუ ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან

მედიაჰოლდინგი 《შენი》 ყველა ქართველ ჟურნალისტს ულოცავს პროფესიულ დღეს ✨️

გთავაზობთ ინტერვიუს ჟურნალისტ მაია მიშელაძესთან, რომელსაც ბეჭდურ მედიაში წერის მრავალწლიანი შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს:

 

მაია, ბეჭდური მედიის ერთ-ერთი,ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ხართ – გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური ისტორია…

– გმადლობთ, ამ რუბრიკაში მოწვევისთვის, მაგრამ „ყველაზე ცნობილი ქართველი ჟურნალისტი“ ხმამაღალი ნათქვამია. ჩემი ჟურნალისტური კარიერა 1991 წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც 17 წლის ასაკში, გამომცემლობა „სამშობლოში“, გაზეთის „თბილისი“ კარი შევაღე. პირველი სტატიაც მახსოვს: „ქართველები შეარიგე, მერაბ!“

ბარიკადებით შუაზე გახლეჩილი რუსთაველის გამზირი წარმოიდგინეთ, თათია, ერთ მხარეს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები, მეორე მხარეს – ოპოზიცია. საკმაოდ რთული დრო იყო და ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდით, რომ სულ რაღაც სამიოდე თვეში, თბილისი ძმათამკვლელ ომში გაეხვეოდა… დაძაბულობას, დაპირისპირებას, არეულობას და ბარიკადებით გახლეჩილ რუსთაველს „გავექეცი“ მთაწმინდაზე, მერაბ კოსტავას საფლავზე და ქართველების შერიგება ვთხოვე – ეს იყო ჩემი სტატიის, უფრო ჟურნალისტური ჩანახატის შინაარსი.

ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემი ჩანახატი არა თუ დაიტოვეს რედაქციაში, არამედ, მაშინვე მითხრეს, რომ მეორე დღესვე დაბეჭდავდნენ. მეორე დღეს, ვიდრე გაზეთს ვიყიდდი, დილით, რადიოში წაიკითხეს ჩემი სტატია, რომელიც მთავარი ანუ გამხსნელი იყო. ხვდებით, ხომ, რა რეაქცია მექნებოდა? თან, ამ დროს, დამოუკიდებელი პრესა ჯერ კიდევ არ არსებობდა, 1992 წლიდან იღებს სათავეს, სულ რაღაც სამი-ოთხი გაზეთი გამოდიოდა, ორად ორი ტელევიზია იყო და ერთი რადიო, ძველისძველი, ხაზის რადიოს რომ ვეძახდით.

ამის შემდეგ, ჩემს კარიერაში ბევრი აღმასვლაც იყო და დაღმასვლაც, იმედგაცრუებაც, სასოწარკვეთაც, ტკივილიც, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, რომ იქ და იმ პროფესიაში ვიყავი, რომელიც თვითონ, დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ავირჩიე.

რას ნიშნავს თქვენთვის ჟურნალისტიკა?

– ესაა ყოველდღიური ბრძოლა სხვისი უფლებების დასაცავად (ხანდახან, საკუთარი უფლებების დაცვაც გვიწევს, სამწუხაროდ) და ამ ბრძოლაში, ხშირად საკუთარი თავი, ოჯახი გვავიწყდება. თუმცა, ამ პროფესიის ხიბლიც ესაა – ზამბარასავით დაჭიმული ხართ გამუდმებით.

რა არის თქვენთვის ფორმულა – როგორ უნდა დაუბრუნდეს ხალხი გაზეთს?

– მხოლოდ საინტერესო შინაარსით, თათია. იცით, რაზე ვოცნებობ? დილით, სამსახურში წასვლამდე, ჭიქა ყავასთან, გნებავთ, ჩაისთან ერთად, ადამიანი მისთვის საყვარელ, ან მის ამოჩემებულ გაზეთს კითხულობდეს. რა თქმა უნდა, ციფრული ტექნოლოგიების ეპოქას მედია საშუალებების გაციფრულებაც მოჰყვა, თუმცა ვიდრე „ნახვების“ რაოდენობაზე ვიქნებით ორიენტირებულები, უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ ამით მკითხველებს ვკარგავთ. არ ვიცი, ფორმულაა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ციფრული მედიის საშუალებით, „მნახველები“ ნელ-ნელა „მკითხველებად“ უნდა ვაქციოთ. შესაძლოა, ვიღაცას გაეღიმოს ჩემს ოპტიმიზმზე, მაგრამ არ მჯერა, რომ წიგნები და გაზეთები წარსულს ჩაბარდა, პირიქით, მე მეღიმება მათზე, რომლებიც ასე ფიქრობენ.

ყველაზე მთავარი თვისება/უნარი, რომელიც ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს…

– მებრძოლი და ძლიერი ხასიათი, მოთმინების უნარი, მტკიცე ნებისყოფა.

რას ნიშნავს, იყო მწერალი ჟურნალისტი? რითია განსაკუთრებული ბეჭდური ჟურნალისტიკა სხვა მედიასაშუალებებისგან?

– მწერალი ჟურნალისტი თავისი მიმართულების, მაგალითად, ეკონომიკის, პოლიტიკის, კრიმინალის, განათლების, კულტურის, სპორტის… სულ მცირე, პროფესიონალი უნდა იყოს. რატომ უნდა წავიკითხო თქვენი სტატია, თუ შემიძლია, იგივე ვნახო ტელევიზიით, ან მოვისმინო რადიოთი? – პასუხი მარტივია, თქვენ, როგორც მწერალმა ჟურნალისტმა, ამ ამბის საინტერესო ასპექტი უნდა შემომთავაზოთ. ხშირად, რამდენიმე წამიც საკმარისია, ამბის გასაგებად, თუმცა აუცილებელია მისი თხრობა სხვადასხვა რაკურსში და გაზეთი ამის საუკეთესო საშუალებაა. სინამდვილეში, ზუსტად ეს გამოარჩევს ბეჭდურ ჟურნალისტიკას სხვა მედიასაშუალებებისგან.

ფიქრობთ, რომ წლების წინ, როცა პროფესიას ირჩევდით, სწორი არჩევანი გააკეთეთ?

– დიახ, სწორი არჩევანი გავაკეთე და არასდროს, თათია, ჩემი ცხოვრების არცერთ მძიმე ეტაპზე არ მინანია, რომ ეს პროფესია ავირჩიე. შეიძლება, პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ამ წლების მანძილზე, ბევრჯერ დავმარცხდი, ოღონდ ყოველმა მარცხმა, თუ ტკივილმა, საბოლოოდ, გამაძლიერა და თითოეული დაცემა ღირსეულად წამოდგომაში დამეხმარა.

ურჩიეთ ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ, ამ პროფესიას გაჰყვნენ, რა არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც არასდროს უნდა დაივიწყონ?

– გირჩევთ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე ჟურნალისტობას აირჩევთ, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, არასდროს უღალატოთ თქვენს არჩევანს და პროფესიას!

გიტოვებთ თავისუფალ სივრცეს იმისთვის, რომ, უბრალოდ, სათქმელი თქვათ…

– ჩვენს უფროს კოლეგასთან, გოჩა მირცხულავასთან ინტერვიუში ვთქვი ადრე და თქვენც გეტყვით. არ ვიცი, ვინ არის ამ გამონათქვამის ავტორი, მაგრამ მიყვარს და გამუდმებით ვიმეორებ, ხოლმე: იცით, რა საერთო აქვთ ბუზსა და პოლიტიკოსს? – ორივეს გაზეთი “კლავს”! ჰოდა, გულწრფელად მინდა, რომ გაზეთს მისი მთავარი ანუ პოლიტიკოსის „მკვლელის“ ფუნქცია დაუბრუნდეს!

ავტორი: თათია გოჩაძე

#drpkhakadze #gochadze #sheniinterieri

წყარო:https://shenisilamaze.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

28 June, 2024
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ პაციენტთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

ივლისი 5, 2024
დამატებით მეთოდიკებს, რომლებსაც იყენებენ კლასიკურ ძალისმიერ ვარჯიშებთან ერთად, ასევე შეუძლია მაქსიმალურად გაზარდოს ძალის მატება

დამატებით მეთოდიკებს, რომლებსაც იყენებენ კლასიკურ ძალისმიერ ვარჯიშებთან ერთად, ასევე შეუძლია მაქსიმალურად გაზარდოს ძალის მატება

ივლისი 4, 2024
ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

ივლისი 4, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

ივნისი 27, 2024
ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

5 ივლისი 2024

ცხოვრება პრინცესა დაიანას ჩრდილში, საზოგადოების სიძულვილი და ქარიშხლიანი გზა ბრიტანეთის დედოფლობამდე

5 ივლისი 2024
როგორ უყვარდათ ერთმანეთი ელენე დარიანსა და პაოლო იაშვილს და რის გამო გადაეკიდა ეროტიკული ლექსების ავტორი ქალი პოეტს

როგორ უყვარდათ ერთმანეთი ელენე დარიანსა და პაოლო იაშვილს და რის გამო გადაეკიდა ეროტიკული ლექსების ავტორი ქალი პოეტს

5 ივლისი 2024
რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

ივნისი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რომელია ხახვის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები საქართველოსთვის

რომელია ხახვის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები საქართველოსთვის

ივლისი 5, 2024
რომელი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და როგორ მოვამზადოთ სწორად

რომელი საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და როგორ მოვამზადოთ სწორად

ივლისი 5, 2024
შოკოლადი- ვადა და შენახვის პირობები

შოკოლადი- ვადა და შენახვის პირობები

ივლისი 5, 2024
როგორ მოვუაროთ ცხვირის პირსინგს

როგორ მოვუაროთ ცხვირის პირსინგს

ივლისი 5, 2024
როგორ მოვუაროთ გაფართოებულ ფორებს სახეზე

როგორ მოვუაროთ გაფართოებულ ფორებს სახეზე

ივლისი 5, 2024
როგორ შევინარჩუნოთ რუჯი- ხანგრძლივად

როგორ შევინარჩუნოთ რუჯი- ხანგრძლივად

ივლისი 5, 2024
ხარჯის კონტროლის 10 სტრატეგია საზღვარგარეთ სწავლის დროს

ხარჯის კონტროლის 10 სტრატეგია საზღვარგარეთ სწავლის დროს

5 ივლისი 2024
Avenue Rapp ნამდვილი არქიტექტორული მარგალიტი პარიზში

Avenue Rapp ნამდვილი არქიტექტორული მარგალიტი პარიზში

5 ივლისი 2024
რა უნდა გაითვალისწინოთ საფრანგეთში ჩასვლისას

რა უნდა გაითვალისწინოთ საფრანგეთში ჩასვლისას

4 ივლისი 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ივლისი 5, 2024
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ივლისი 4, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები