ნიკოტინი არის ნივთიერება, რომელიც თამბაქოს მცენარეში გვხვდება.

ნიკოტინის შესუნთქვის შემდეგ ხდება ნივთიერების ფილტვებიდან შეწოვა და სისხლში გადატანა. შედეგად, ნიკოტინი სხვადასხვა ქსოვილებსა და ორგანოებს მიეწოდება, მათ შორის – ტვინსაც. ტვინში მოხვედრის შემდეგ ნიკოტინი უკავშირდება რეცეპტორებს და ახდენს დოფამინისა და სხვა ნეიროტრანსმიტერების გამოყოფას.

ნიკოტინის შემცველი პროდუქტები არ უნდა მოიხმარონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც აწუხებთ გულის დაავადებები, დიაბეტი, ეპილეფსია ან კრუნჩხვები.

არ უნდა გამოიყენოს ორსულმა ან მეძუძურმა დედებმა. ნიკოტინი და ნიკოტინის შემცველი პროდუქტები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი არასრულწლოვანთათვის.

ნიკოტინი იწვევს დამოკიდებულებას და არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ეწევიან ადამიანები. მას ასევე გააჩნია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა რისკებიც. თუმცა, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამომწვევი მთავარი მიზეზი, სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი ზიანის ან პოტენციურად ზიანის შემცველი ქიმიური ნივთიერებების მაღალი შემცველობაა და არა – ნიკოტინი.

რამდენი ნიკოტინი არის სიგარეტში?

  • სიგარეტის კოლოფში ნიკოტინის შემცველობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთი ბრენდის მიხედვით.
  • დაბალ დონეზე, ერთი სიგარეტი შეიძლება შეიცავდეს დაახლოებით 6 მილიგრამს (მგ) ნიკოტინს. ზედა დონეზე, დაახლოებით 28 მგ.
  • საშუალო სიგარეტი შეიცავს 10-დან 12 მგ ნიკოტინს.
  • თქვენ არ შეისუნთქავთ ნიკოტინის ყოველ მილიგრამს, რადგან ის იწვის. თქვენ სავარაუდოდ ჩაისუნთქავთ 1.1-დან 1.8 მგ ნიკოტინს ყოველი სიგარეტის ბოლოს.
  • ეს ნიშნავს, რომ 20 ღერი სიგარეტის შეკვრიდან, სავარაუდოდ, 22-დან 36 მგ-მდე ნიკოტინს ჩაისუნთქავთ.

თქვენი ორგანიზმი ძალიან სწრაფად შთანთქავს ნიკოტინს. როგორც კი ჩაისუნთქავთ, ნიკოტინი ფილტვებიდან სისხლძარღვში გადადის და წამებში პირდაპირ ტვინში გადადის.

ნიკოტინი ავიწროვებს მიკროსისხლძარებს და წარმოქმნის ეგრეთ წოდებულ ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილს, ახშობს კიდეც მათ სანათურს, ირღვევა სისხლის მიკროცირკულაცია, სისხლდენისადმი მიდრეკილებაც ნაკლებია, ღრძილები თითქოს ანთებისთვის დამახასიათებელ მკვეთრ წითელ ფერს არ იღებს, და სწორედ ამის გამო ფიქრობს ადამიანი რომ ჯანმრთელია. მაგრამ არა, სისხლძარღვთა სპაზმის გამო, ხდება „პოლიმორფულბირთვიანი ლეიკოციტებისა“ და „მონოციტურ/მაკროფაგული“ აქტივობის შენელება, ანუ ფერხდება ინფექციასთან ბრძოლა.

ნიკოტინი ანთებით კერაში იწვევს „ინტერლეიკინ-6“ და „სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი – ალფას“ მატებას, რის გამოც კიდევ უფრო მძიმდება ანთების ხარისხი, თუმცა სისხლძარღვთა სპაზმის ფონზე, ანთების ნიშნები შეიძლება არ ჩანდეს, მხოლოდ ფარულად მიდიოდეს პროცესი, რაც უფრო დამანგრევლად მოქმედებს ღრძილებზე. რადგან მწეველებში, ანთებითი ღრძილების შეხორცება და გამოჯანმრთელება უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე არამწეველებში, რაც რა თქმა უნდა მკურნალობის შედეგებზე უარყოფითად აისახება.

ორგანიზმზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედება არის რეალობა, რომელიც დღესდღეისობით უკვე მეცნიერულად, კვლევებზე და ექსპერიმენტებზე დაყრდნობით არის დამტკიცებული.

სიგარეტი 600-მდე ნივთიერებას, ხოლო მისი კვამლი 7,000-ზე მეტ საშიშ ქიმიურ ნაერთსა თუ ელემენტს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ბენზოლი, ამიაკი, ტყვია, წყალბადის ციანიდი, ფორმალდეჰიდი და სხვა. მათი უდიდესი ნაწილი მომწამვლელია და ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

ფილტვებში ჩაღწევისას ისინი ამ ორგანოზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და მის ნორმალურ ფუნქციონირებას უშლიან ხელს. დროთა განმავლობაში საჰაერო ღრუები, ალვეოლები ნადგურდება, ბრონქები ძნელად იკუმშება და ფართოვდება, ჰაერგამტარი გზების გამყოფი კედლები სივდება, ლორწოს რაოდენობა კი იზრდება, რაც აირის ნაკადის თავისუფალ გადაადგილებას აფერხებს.

ეს სხვადასხვა ინფექციისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გაჩენის რისკს ზრდის, რომელიც ბრონქების შეუქცევადი ან ნაწილობრივ შეუქცევადი სპაზმისა და შევიწროვების გამო ყალიბდება. ის ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ემფიზემის და ზოგჯერ ასთმის სახითაც ვლინდება. ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებს ჰაერის უკამრისობა აწუხებთ, მკერდის არეში დაჭიმულობას გრძნობენ, სუნთქვისას სტვენის ხმას გამოსცემენ, ტერფები უსივდებათ და წონაში იკლებენ.

მოწევა გულ-სისხლძარღვთა სისტემას უქმნის საფრთხეს. ნიკოტინის მიღებისას სისხლში ცხიმოვანი ნივთიერების, ტრიგლიცერიდის რაოდენობა იმატებს. ამასთანავე, ორგანიზმში დადებითად მოქმედი ქოლესტერინის, მაღალი სიმკვირივის ლიპოპროტეინის შემცველობა იკლებს.

იცვლება სისხლის სიბლანტეც, რის პარალელურადაც ძარღვები ვიწროვდება და მასში შენადედები ჩნდება. ეს ხშირად პერიფერიული არტერიების დაავადების და ინსულტის წინაპირობად იქცევა. თამბაქოს მოხმარება გულთან დაკავშირებულ პრობლემებსაც ართულებს ისეთ ადამიანებში, რომლებსაც აორტოკორონალური შემოვლითი შუნტირება აქვთ ჩატარებული, ინფარქტგადატანილები არიან ან სტენტი უდგათ.

თამბაქოსგან გათავისუფლების პირველ ეტაპზე მწველებში თავს იჩენს ნერვული პრობლემები, რაც ბუნებრივია, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმი განიცდის ნიკოტინის შიმშილს. ამ დროს ადამიანი შფოთავს, დაღლილია, მოთენთილი, გაღიზიანებული, ზოგჯერ აგრესიულიც კი და კონცენტრირება, ჩვეული საქმიანობით დაკავება უჭირს. ამას გარდა შესაძლოა ჰქონდეს თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება. კუჭში შეკრულობა ან აშლილობა, მადის ზრდა, გულისცემის შენელება. სასურველია ფსიქოლოგიური დასვენების მეთოდების შერჩევა სპეციალისტის დახმარებით.

წარმოუდგენელია თამბაქოსგან გათავისუფლება ჯანსაღი ცხოვრების წესის გარეშე, ფიზიკური დატვირთვა, სწორი კვება და შეგნებული სურვილი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა არის ერთი მთლიანი ჯაჭვი იდეალური შედეგისათვის.

თითოეული მოქალაქის მორალური ვალდებულებაა დაიცვას საკუთარი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. 

ჯანმოს მიზანია, 2050 წლისთვის მსოფლიოში თამბაქოს მოხმარება 5%-ზე ნაკლები იყოს. ამ მხრივ იმედის მომცემია ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი, რომელიც თამბაქოსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანადაა მიჩნეული. იქ თამბაქოს 50 წლის წინ უთხრეს უარი. ამ ხნის განმავლობაში ინტენსიური საგანმანათლებლო, სარეკლამო და საკანონმდებლო მუშაობის შედეგად მწეველთა რაოდენობა განახევრდა. ორჯერ შემცირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობა, ყოველწლიურად 1%-ით იკლებს ონკოლოგიური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელიც. მართალია, ეს მხოლოდ თამბაქოს მომხარების შემცირების შედეგი არ არის, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ამ ფაქტორს უდიდესი წვლილი მიუძღვის.