ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრა საფრთხეს ქმნის სახლში ანტიკვარული ნივთები და რატომ აგებდნენ ძველად მომრგვალებულ კუთხეებიან...

რა საფრთხეს ქმნის სახლში ანტიკვარული ნივთები და რატომ აგებდნენ ძველად მომრგვალებულ კუთხეებიან სახლებს

როგორ დავიცვათ სახლი უარყოფითი ენერგიისგან? – ინფორმაცია, რომელიც ყველას გამოადგება. ირგვლივ ხომ უამრავი ნეგატივია და მისგან თავის დაცვა უნდა შეგვეძლოს, რისთვისაც უპირველესად, ბინაში არსებული ყველა ნივთის შემოწმებაა საჭირო. გარეგნულად შესანიშნავი ნივთი ნატიფ დონეზე შეიძლება უარყოფით ენერგიას ასხივებდეს, რაც საფრთხეა სახლისა და მისი მფლობელებისთვის. თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ასეთი ნივთები და გავწმინდოთ სახლი მისი ზეგავლენისგან, აგვიხსნის ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლილი მ.

– სახლი რომ უარყოფითი ენერგიისგან დაიცვათ, რა თქმა უნდა, ყოველი ნივთი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს, განსაკუთრებით ძველი, ანტიკვარული ნივთები. ფაქტია და უკვე მეცნიერების მიერაც დადასტურებულია, რომ თითოეულ ობიექტს საკუთარი ენერგოინფორმაციული ველი აქვს, რომელიც ინფორმაციას წინა მფლობელისგან ინახავს. გარეგნულად შეიძლება შესანიშნავად გამოიყურებოდეს ესა თუ ის საგანი, მაგრამ ნატიფ დონეზე ძლიერ ნეგატივს ასხივებდეს. თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანი, განსაკუთრებული შესაძლებლობების გარეშე, ამას ვერ ამჩნევს და მით უმეტეს, არც მისი გაწმენდის მეთოდები იცის. ასეთ შემთხვევაში სასურველია, რაც არ უნდა დაგენანოთ, თავიდან მოიშოროთ ისინი.

– როგორ უნდა ამოვიცნოთ საშიში ნივთები?

– მიმართეთ სანდო ექსტრასენსს, რომელიც შეძლებს სახლში საშიში და უსაფრთხო ნივთების ამოცნობას. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ექსტრასენსი მეგობარს სამუშაო კაბინეტში ეწვია. კედელზე, მისი სამუშაო მაგიდის ზემოთ, უძველესი დაღესტნური ხანჯლები ეკიდა წვეტით ქვემოთ და პირდაპირ ოფისის პატრონისკენ იყო მიმართული. ის კი წუწუნებდა, სამსახურში თავს ყოველთვის ცუდად ვგრძნობო. მაშინ სტუმარმა აუხსნა, რომ ხანჯალი იარაღია, რომელიც შეიძლება დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა და შესაბამისად, ადამიანის სისხლიც „უნახავს“ და ბევრი სხვა რამეც. მასპინძელმა ყურადიღო რჩევა და მოაშორა რა იმ ადგილს ხანჯლები, მაშინვე თავი უკეთ იგრძნო. ასევე, ძალიან სახიფათოა ძველი ოკულტური, შავი მაგიისა და მსგავსი წიგნები. მათ გარემოცვაში ადამიანი, უბრალოდ, ნეგატივით იჟღინთება. გადახედეთ თქვენს ბინას და თუ მსგავს რამეს იპოვით, გადააგდეთ ან დაიწყეთ ბინის დასუფთავება. ამის გასაკეთებლად კი ყველაზე მარტივი გზა მღვდლის მოწვევა და ბინის კურთხევაა. ყველაზე ხშირად, ნეგატივი ოთახის კუთხეებში გროვდება, ამიტომ ბინა რეგულარულად საჭიროებს კურთხევის სრული რიტუალის ჩატარებას წელიწადში ერთხელ ან სამ წელიწადში ერთხელ მაინც. ადრე სახლებს მკვეთრი მართი კუთხის გარეშე აშენებდნენ. სპეციალური მომრგვალებული ცულიც კი არსებობდა, რომელიც კუთხეებს ასწორებდა. ცნობილია, რომ სტალინის სახლებშიც კი, ჭერი მომრგვალებული იყო. ეს ჩვეულება უძველესი დროიდან მოდის, მაგრამ ახლა უკვე დავიწყებულია.

– სახლი ჩემი ციხესიმაგრეაო, ნათქვამია…

– დიახ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია: ვინ მოდის თქვენს ბინაში? სახლი სულის ციხესიმაგრე, უსაფრთხო ადგილია და მასში ყველა „გამვლელ-გამომვლელს“ ვერ შეუშვებთ. მოერიდეთ სხვადასხვა პროდუქციის გამყიდველებთან კომუნიკაციას, რომელთა ამოცანაა: როგორმე რაიმე მაინც მოგყიდონ, თანაც, დაუჯერებელ ფასად. ასეთი ადამიანები ნეიროლინგვისტური პროგრამირების გამოყენებით, უბრალოდ გაიძულებენ, რომ თქვენთვის უსარგებლო ნივთები იყიდოთ. უფრთხილდით სექტანტებს, ჯადოქრებს, მკითხავებსა და ალკოჰოლიკებს, თუნდაც უახლოესი მეზობელი იყოს – ასეთი ადამიანების ირგვლივ უარყოფითი აურაა. არც იმათთან ღირს ურთიერთობა, პიროვნული ზრდის კურსებს რომ გთავაზობენ. ისინი მომხიბვლელი გამოსვლებით თრგუნავენ ადამიანის ნებას, მანიპულირებენ მისი ცნობიერებით და ერთგვარ მიჯაჭვულობას უტოვებენ ვინმეს ან რაიმეს მიმართ.

– თავდაცვის რა მექანიზმებს შემოგვთავაზებთ?

– ექსტრასენსებისა და ეზოთერიკოსების რჩევით: სახლში უნდა იქონიოთ სამი სხვადასხვა ზომის (საეკლესიო ზარის მსგავსი) ზარი. ზარის რეკვა განდევნის არსებებს, რომლებიც ნეგატიური ინდივიდებისა თუ ობიექტებისკენ ისწრაფვიან. რეგულარულად დარეკეთ ზარები, ფაქტობრივად, ერთი წუთიც საკმარისია უარყოფითი აურის გასანადგურებლად. მაგრამ, თუ ეკლესიის გვერდით ცხოვრობთ და ზარების რეკვა გესმით, ეს შესანიშნავია. სახლში ასევე, სულ უნდა გქონდეთ საეკლესიო სანთლები. ხოლო, თუ შესაძლებლობა გაქვთ, რომ წმინდა ადგილები და მონასტრები მოინახულოთ, იქაური სანთლები და საკმეველი შეაგროვეთ. პერიოდულად ბინაში სანთლები აანთეთ და საკმეველი აკმიეთ. ნეგატიური არსებები ვერ იტანენ წმინდა ცეცხლითა და სპეციფიკური არომატით განწმენდას. იარეთ სახლში საკმევლით, აკმიეთ ის ყველა ოთახში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუთხეებს. არის კიდევ ერთი ნიუანსი: როდესაც სანთელი იწვის, ის შთანთქავს მთელ ნეგატივს. ამიტომ, დასუფთავებისას სანთლის ნამწვი შიშველი ხელებით არ აიღოთ – ქაღალდში გადაახვიეთ. არც მის სრულად ჩაქრობას დაელოდოთ, ერთი მესამედი მაინც უნდა დარჩეს. შეგროვილი ნამწვავები კი გადაყარეთ შემდეგი სიტყვებით: „როგორც მოვიდა, ისე წავიდა. არ დავთმობ იმას, რაც ჩემია და არც სხვისას ვახლებ ხელს“. ასევე, სასურველია, სახლში ძაღლი არ იყოლიოთ, რადგან სწორედ ყველაზე ხშირად მათში იბუდებენ ნეგატიური სუბიექტები. ძაღლი კარგია ქუჩის მცველად, კატა კი სახლში უნდა ცხოვრობდეს, რადგან თავისი ვიბრაციებით ნეგატივს ანადგურებს. თუ უძველესი სალოცავი ხატი გაქვთ სახლში, მისგან უძლიერესი სულიერი შუქი და დაცვა მოდის. რეგულარულად შეამოწმეთ დერეფანში საფენები – ფარდაგების ქვეშ, ასევე ზღურბლსა და კარის ჩარჩოზე არ იყოს ნემსები, მარილი, სითხე, მიწა. ამ ყველაფერს კარგი შედეგი აშკარად არ მოჰყვება. გაფრთხილდით, არავითარ შემთხვევაში არ შეეხოთ ამ ნაგავს ხელით. დასუფთავებისთვის არ გამოიყენოთ ლითონის აქანდაზი, გამოიყენეთ პლასტმასის ან ყველაფერი ქაღალდზე გადაიტანეთ. გადაგდებისას კი, ზემონახსენები შელოცვა გაიმეორეთ. ხოლო, თუ შესაძლებელია, სახლის კართან მოათავსეთ ნაძვის ტოტი ან ნაძვის ზეთი პატარა თავღია ბოთლით. ბოროტი არსებები ვერ იტანენ ნაძვის სუნს. კარგი იქნება, ასევე, თუ აბაზანის მიღებისას წყალს ორ-სამ წვეთ ნაძვის ზეთს დაუმატებთ. წყარო

#drpkhakadze #sheniambebi #sheniganatleba #shenihoroskopi

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

ბოლო სიახლეები