რიტუალები სიყვარულის და რჩეულთან ჰარმონიის მოსაზიდად

0
242

ეს რიტუალი დაგეხმარებათ იდეალური პატრნიორის პოვნაში. მისი შესრულება რეკომენდირებულია ახალი მთვარის პირველ პარასკევს. წინასწარ მოამზადეთ ორი ვარდისფერი სანთელი, ვარდისფერი ვარდი, ქაღალდის ფურცელი, კალამი და მწვანე ზონარი. მზის ჩასვლის შემდეგ, განმარტოვდით ოთახში, დარწმუნდით, რომ არავინ შეგაწუხებთ. აანთეთ სანთელები და სანთლების გვერდით ვარდი დადეთ. დაჯექით და იოცნებეთ იმ ბიჭზე, ანუ როგორი გსურთ, რომ იყოს თქვენი იდეალური შეყვარებული. წარმოიდგინეთ მისი გარეგნობა, თვისებები, ხასიათი, ჰობი და ა.შ. შემდეგ ეს ყველაფერი ქაღალდის ფურცელზე დაწერეთ. ფურცელი ვარდს შემოხვიეთ და მწვანე ზონარით შეკარით. ჩააქვრეთ სანთლები, გადით გარეთ და მიწაში დამარხეთ ვარდი (რომელსაც ფურცელი ჰქონდა შემოხვეული და ზონარით იყო შეკრული). იდეალური სიყვარული მალე გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში.

ამ რიტუალის ჩატარების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებსაც დაუახლოვდებით და ერთ-ერთ მათგანთან შესაძლოა სასიყვარულო ურთიერთობაც გააბათ. რიტუალის დასრულების შემდეგ თქვენ სხვა ადამიანების თვალში უფრო მკვეთრად გამოჩნდებით. რიტუალი ტარდება ღამის 12 საათის შემდეგ. ჩააბნელეთ ოთახი და მაგიდაზე განათავსეთ 3 წითელი სანთელი, დაანთეთ ისინი და მიუჯექით მაგიდას. აიღეთ 2 თეთრი ფურცელი. ერთ-ერთ მათგანზე დახატეთ საკუთარი თავი, შეეცადეთ სხეულის ყველა ნაწილი მიამსგავსოთ ერთმანეთს. ხატვის დროს შეიგრძენით თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. მეორე ფურცელზე დახატეთ თქვენი იდეალური პარტნიორი და ეცადეთ ხატვის დროს კარგ განწყობაზე იყოთ. უსმინეთ მშვიდ მუსიკას და გაიღიმეთ. როდესაც იდეალური პარტნიორის ხატვას დაასრულებთ გვერდით მიუხატეთ ყველა იმ თვისების გამომხატველი სიმბოლო, რა თვისებებიც გინდათ, რომ ადამიანს ჰქონდეს და დააწვეთეთ თავის გარშემო წითელი სანთელი. თქვენი თავის გამომხატველ ნახატზე დააწებეთ თქვენი თმის ღერი. ხოლო თქვენი იდეალური პარტნიორის ნახატზე დააწებეთ წითელი ვარდის ფურცელი და აკოცეთ ნახატს. ნახატები ერთმანეთზე დადეთ ისე, რომ თქვენი და პარტნიორის სახეები ერთმანეთს ეხებოდეს და დამალეთ ისეთ ადგილას სადაც ვერავინ იპოვის. დაივიწყეთ ამ რიტულის შესახებ და ცხოვრება ხალისით გააგრძელეთ. როგორც ზემოთ ვახსენე, რამოდენიმე კვირაში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებსაც დაუახლოვდებით და ერთ-ერთ მათგანთან დაიწყებთ სასიყვარულო ურთიერთობას. თუ ეს ურთიერთობა მალე დასრულდა, მოძებნეთ ნახატები და ჩააგდეთ ისინი კოცონში.

***

ესმეთოდი არის დაკავშირებული ისეთ ურთიერთობასთან, რომელსაც ამჩნევთ, რომ ნელდება…
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ საყვარელი ადამიანის 3 ცალი თმის ღერი. შემდეგ, დებთ ამ სამ ცალ თმის ღერს და საკუთარი თმის ხუთ ცალ ღერს. აუცილებელია, რომ სწრაფი მოძრაობით ჩააგდოთ თმის ღერები ცეცხლში, თან ამბობთ:

“Господи, огнем Святого Духа сожги наши сердца. Аминь!”

ამის შემდეგ ურთიერთობამ ისევ ძველი, ნორმალური სახე უნდა მიიღოს.

P.S. თუკი რამდენიმე რიტუალის ჩატარება გსურთ, შუალედი 2 დღე უნდა იყოს! არავითარ შემთხვევაში არ შეასრულოთ რამდენიმე რიტუალი ერთ დღეს და არავის არ უამბოთ რომ ჩაატარეთ, რადგან შეიძლება დაკარგოს ძალა ამა თუ იმ რიტუალმა. შედეგი შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში. ველი თქვენს მოსაზრებებს. წარმატებებს გისურვებთ.
მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ