ხუთშაბათი, ივლისი 4, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრას განსაზღვრავს ცოლქმრულ ურთიერთობაში მეუღლეთა დაბადების წელი

რას განსაზღვრავს ცოლქმრულ ურთიერთობაში მეუღლეთა დაბადების წელი

ადამიანის ცხოვრებაში ქორწინება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ქორწინების ხასიათი კი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ, დაბადების დღეზე, საათზე, წელზე, ეროვნებაზე, განათლებაზე, საგვარეულო ტრადიციებზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მეუღლეთა დაბადების წლებია, რადგან ეს მონაცემი ცოლქმრული ურთიერთობის განვითარების ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს, დასავლური ასტროლოგია ადამიანის განზრახვებზე აგებს პასუხს, ხოლო აღმოსავლური – მის შესაძლებლობებზე. ამ შემთხვევაში, ასტროლოგიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ცოლ-ქმარს ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში. ის გვასწავლის, რომ არ შეიძლება, ადამიანისგან მოითხოვო ის, რაც არ აქვს, არ შეუძლია ან არ ესმის. შესაბამისად, უნდა დააფასო ის, რაც აქვს, ანუ რაც წილად ერგო კოსმოსისგან დაბადების თვისა და წლის მიხედვით.

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცი აღიქმება, როგორც ძლიერი და კეთილშობილი; „ვირთხის“, „გველეშაპისა“ და „მაიმუნის“ წელიწადში დაბადებული – როგორც უცნაური; „კატის“, „თხისა“ და „ტახისა“ წელიწადში დაბადებული მშვიდი და ფლეგმატურია; ხოლო „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წელიწადში დაბადებული კი – ენერგიული და მეომრის სულისკვეთების მქონე. ამის მიხედვით კი, რამდენიმე ჯგუფი არსებობს:

1. სიყვარულის შემოქმედნი, ანუ მამაკაცები, რომლებიც დაიბადნენ „ვირთხის“, „გველეშაპის“ და „მაიმუნის“ წლებში, ძალიან უცნაური, მოუსვენარი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისინი ვერ თავსდებიან საზოგადოებისთვის მისაღებ ჩარჩოებსა და ნორმებში. ამ ნიშნების წარმომადგენლები ხშირად სიყვარულში კარგი მასწავლებლები არიან. სიყვარული, რომელიც არც გონებას ემორჩილება და არც ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ემონება ამ ჯგუფის მამაკაცებს, რომლებიც არასდროს ხელმძღვანელობენ საღი აზრით ან მკაცრი ლოგიკით. მათ შეუძლიათ, უყვარდეთ მთელი მსოფლიოს ქალები ერთად ან მხოლოდ ერთადერთი. მათთვის არ არსებობს ცივი ან ამოუცნობი ქალი და არასდროს აქცევენ ყურადღებას თავიანთი რჩეულის წლოვანებას, ეროვნებას და გარეგნობას. მათ ყველაზე კარგად ესმით, რომ სიყვარული, სადაც ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა, მოითხოვს არა შეზღუდვებს, არამედ თავისუფლებას. ამ, ეგრეთ წოდებულ, სიყვარულის ნიშნების ჯგუფში შემავალ მამაკაცებს რეალურ ცხოვრებაში ცოტა უჭირთ ორიენტირება, თუმცა, ნებისყოფის წყალობით, ადვილად აგვარებენ პრობლემებს. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი მშვიდია და საკუთარ ნებას ნელ-ნელა, თანმიმდევრობით ახორციელებს.

2. მბრძანებელთა ჯგუფში ერთიანდებიან „ვეფხვის“, „ცხენისა“ და „ძაღლის“ წელიწადში დაბადებული მამაკაცები. ისინი ბევრად უკეთ ერკვევიან ცხოვრებისეულ საკითხებში, ვიდრე საკუთარ სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთ მამაკაცებთან ქორწინებისას იოლი ცხოვრების გარანტიას ვერავინ მოგცემთ, მაგრამ გასათვალისწინებელია მათი უსაზღვრო პასუხისმგებლობა, რაც სასიკეთოდ მოქმედებს ოჯახურ ურთიერთობაზე. ამ ნიშნებისთვის დამახასიათებელია რომანტიკული სიყვარული. მათთვის ქალი მუდმივად ამოცანაა. ხშირად ცდილობენ, თავიანთი რჩეულები „გადააკეთონ“ და საოცნებო იდეალს დაამსგავსონ. ამიტომ, მათი სასიყვარულო გზა დანაკარგებითა და იმედგაცრუებით არის სავსე.

3. რაინდების ჯგუფში ერთიანდებიან „ხარის“, „გველისა“ და „მამლის“ წლებში დაბადებული მამაკაცები. მათთვის დამახასიათებელია მკაცრი გამოხედვა და ძლიერი მუშტი. დაუშვებელია მათი გადაჭარბებული ქება ან კრიტიკა. მათ თავის გამოჩენა ნებისმიერ სფეროში შეუძლიათ. ისინი, როგორც წესი, არასდროს არიან გულგრილნი მშვენიერი სქესის მიმართ, განსაკუთრებით კი არაორდინარული ქალები მოსწონთ. ისინი რჩეულს აღმერთებენ, სანაცვლოდ კი ერთგულებასა და სითბოს ითხოვენ. ასეთი მამაკაცები მუდმივ ძიებაში არიან, ამიტომ ქორწინების შემდეგაც საჭიროებენ მხარდაჭერას და სიყვარულს.

4. ამ ჯგუფის მამაკაცები, ეგრეთ წოდებული, ლამაზი მამაკაცების წარმომადგენლები არიან და მათ განეკუთვნებიან „კატის“, „თხისა“ და „ტახის“ წლებში დაბადებულები. ცხადია, ამ წლებში დაბადებული ყველა მამაკაცი იდეალური გარეგნობის ვერ იქნება, მაგრამ მათ განსაკუთრებული შარმი აქვთ. ამ ჯგუფში შემავალი მამაკაცები ნაკლებად ერკვევიან ქალის ფსიქოლოგიაში, წვრილმანებში, მაგრამ ცდილობენ, სუსტი სქესის ბუნების შესწავლას. მათ არ შეუძლიათ, რჩეულს მხურვალე გრძნობები ხანგრძლივად შესთავაზონ, რადგან სიყვარულის ცეცხლით მხოლოდ მცირე ხნით ინთებიან. წარმატებასა და პირადი ცხოვრების მოწყობაში კი სხვათა იდეებისა და გეგმების დამუშავება-გამოყენების უნარი ეხმარებათ. წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

28 June, 2024
10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება ჩრდილოეთ მაკედონიაში

10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება ჩრდილოეთ მაკედონიაში

27 June, 2024
რა უნდა იცოდეთ სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე

რა უნდა იცოდეთ სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე

26 June, 2024
ზოგადი ქირურგია „საეკლესიო საავადმყოფო ქსენონის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა

ზოგადი ქირურგია „საეკლესიო საავადმყოფო ქსენონის“ ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა

ივლისი 4, 2024
რევმატოიდული ართრიტის ეტიო-პათოგენეზის თავისებურებები – „ვივამედის“ ექიმ-რევმატოლოგ ლელა კეკელიას გზამკვლევი

რევმატოიდული ართრიტის ეტიო-პათოგენეზის თავისებურებები – „ვივამედის“ ექიმ-რევმატოლოგ ლელა კეკელიას გზამკვლევი

ივლისი 3, 2024
მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

მეცნიერებმა შექმნეს რობოტი, ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან გაზრდილი ტვინით

ივლისი 2, 2024
რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივლისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივლისს

4 ივლისი 2024
თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს – Bild

თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს – Bild

4 ივლისი 2024
ონკოპაციენტებს კლინიკაში მედიკამენტების აფთიაქიდან მიტანა აღარ მოუწევთ – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება

ონკოპაციენტებს კლინიკაში მედიკამენტების აფთიაქიდან მიტანა აღარ მოუწევთ – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება

4 ივლისი 2024
ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს

ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს

ივლისი 4, 2024
რობოტი მტვერსასრუტების გავლენა დასუფთავების ინდუსტრიაზე

რობოტი მტვერსასრუტების გავლენა დასუფთავების ინდუსტრიაზე

ივლისი 4, 2024
როგორ უნდა შეუსაბამოთ სხვადასხვა ტიპის პატერნი ერთმანეთთან

როგორ უნდა შეუსაბამოთ სხვადასხვა ტიპის პატერნი ერთმანეთთან

ივლისი 3, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

ივნისი 27, 2024
ეს გზა თამარ მეფის დროინდელ ტაძართან მიგიყვანთ და ჯადოსნური სოფლის სასწაულ ამბებს მოგიყვებათ

ეს გზა თამარ მეფის დროინდელ ტაძართან მიგიყვანთ და ჯადოსნური სოფლის სასწაულ ამბებს მოგიყვებათ

4 ივლისი 2024
“ოთახში თუ მამამთილი იმყოფებოდა, იქ მყოფი რძალი უკანსვლით ტოვებდა იქაურობას“ – დავიწყებული ქართული ტრადიცია, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არ გსმენიათ

“ოთახში თუ მამამთილი იმყოფებოდა, იქ მყოფი რძალი უკანსვლით ტოვებდა იქაურობას“ – დავიწყებული ქართული ტრადიცია, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არ გსმენიათ

4 ივლისი 2024
სირიის რკინის ლედი ასმა ასადი – ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან

სირიის რკინის ლედი ასმა ასადი – ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან

4 ივლისი 2024
რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

ივნისი 28, 2024
პროდუქტები -რომლებიც გაიაფდა ივნისში

პროდუქტები -რომლებიც გაიაფდა ივნისში

ივლისი 4, 2024
ზაფხულის სეზონზე ხილის შეძენა ფუფუნებაა – ფასები ბაზრიდან

ზაფხულის სეზონზე ხილის შეძენა ფუფუნებაა – ფასები ბაზრიდან

ივლისი 4, 2024
როგორ შევინახოთ ფქვილი,  რომ არ გაფუჭდეს

როგორ შევინახოთ ფქვილი, რომ არ გაფუჭდეს

ივლისი 4, 2024
როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი- ხაჭოსგან

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი- ხაჭოსგან

ივლისი 4, 2024
მოდური პედიკური -როგორია 2024 წლის ზაფხულის ტენდენციები

მოდური პედიკური -როგორია 2024 წლის ზაფხულის ტენდენციები

ივლისი 4, 2024
რამ შეიძლება გამოიწვიოს სახეზე გამონაყარი

რამ შეიძლება გამოიწვიოს სახეზე გამონაყარი

ივლისი 4, 2024
რა უნდა გაითვალისწინოთ საფრანგეთში ჩასვლისას

რა უნდა გაითვალისწინოთ საფრანგეთში ჩასვლისას

4 ივლისი 2024
სად მდებარეობს ქართული ტაძრები საფრანგეთში

სად მდებარეობს ქართული ტაძრები საფრანგეთში

4 ივლისი 2024
ყველაფერი, რაც პასპორტზე უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც პასპორტზე უნდა იცოდეთ

4 ივლისი 2024
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ივლისი 4, 2024
ძველი და ახალი ბინების ფასი -თბილისში

ძველი და ახალი ბინების ფასი -თბილისში

ივლისი 4, 2024
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს  ღირსების ორდენი გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ღირსების ორდენი გადაეცა

ივლისი 3, 2024

ბოლო სიახლეები