ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან...

მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან მსოფლიო კამპანია

„ჯანდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სხვა პარტნიორ უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16-დღიან მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.“ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„პირველი ღონისძიება მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ გახსნა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი პრევენცია. ასევე – საზოგადოებისთვის ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების გაცნობა.
შეხვედრაზე, მოწვეულ სტუმრებს, სიტყვით მიმართეს: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მარნეულის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ.
ღონისძიებაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ „ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო მომსახურებების შესახებ“ პრეზენტაცია გამართა.
კამპანიის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო შეხვედრები ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდება“. ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

15 July, 2024
“შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში” პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი საქართველოში

“შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში” პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი საქართველოში

ივლისი 17, 2024
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

17 ივლისი 2024

ბოლო სიახლეები