პარასკევი, ივლისი 5, 2024
- Advertisement -spot_imgspot_imgspot_imgspot_img
მთავარიმთავარისად და რა ფასად შეძლებთ ზაფხულში დასვენებას - სასტუმროს ფასების ზღვის კურორტებიდან

სად და რა ფასად შეძლებთ ზაფხულში დასვენებას – სასტუმროს ფასების ზღვის კურორტებიდან

უკვე ზაფხულია. ზაფხულში ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური დასვენება, იქნება ს მარტო, მეგობრებთან თუ ოჯახთან ერთად. შვებულებისა და დასვენების დაგემვა არც ისე მარტივია, რადგან ბევრი რამის გათვალისწინება გიწევს. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში დაგეხმარებით,  გაიგოთ, საშუალოდ რა ფასებთან არის დაკავშირებული საქართველოში დასვენება და სად შეგიძლიათ დაისვენოთ ბიუჯეტურად, დაუვიწყარ დღეების გატარებასთან ერთად.

 ძირითადად, საქართველოში საზაფხულო კურორტებით აჭარა გამოირჩევა. ბათუმი და ქობულეთი, ეს ის ადგილებია, სადაც დასვენებასაც და გართობასაც თანაბრად შეძლებთ. ეს კურორტები ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობას არ უჩივიან, ამიტომ ამ კურორტებზე დასვენება არც თუ ისე ბიუჯეტურია. სასტუმროში დასვენება უფრო კომფორტულია, მით უფრო, თუ მასში კვებაც და სხვა თქვენთვის სასურველი მოთხოვნილებებიც არის დაკმაყოფილებული. ბათუმის სამ-ვარსკვლავიან სასტუმროებში დასვენებას 7 დღის განმავლობაში 1000-იდან 1300 ლარამდე შეძლებთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამჯერადი კვებით და ყველა იმ შესაძლებლობით, რაც შეიძლება სასტუმროში ყოფნის დროს დაგჭირდეთ. ბინის ფასები ძირითადად განპირობებულია მისი ადგილმდებარეობით, რამდენოთახიანი გინდათ, რამდენი ხნით. ასევე ფასი განსაზღვრულია ხედის მიხედვით, რამდენად სწრაფად შეგიძლიათ ისარგებლოთ ყველა იმ ობიექტით, რომელიც გჭირდებათ, არის თუ არა ბინა ზღვასთან ახლოს და ა.შ. ბათუმში საოჯახო სასტუმროებშიც შეგიძლიათ დასვენება, რომელიც შედარებით ბიუჯეტურია. ამ შემთხვევაში დასვენებას 7 დღის განმავლობაში 600-იდან 800 ლარამდე შეძლებთ. ამასთან ერთად სანამ დასვენებას დაგეგმავთ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ისიც, რომ ხარჯის გაწევა გიწევთ გზისთვის, კვების ობიექტებისთვის და გართობისთვის. ბათუმი გართობის მხრივ მრავალფეროვანი ადგილია, ასევე იგი მორგებულიყველა გემოვნების დამსვენებლისთვის. ყოველ ჯერზე გარეთ კვება, რა თქმა  უნდა, თანხის ფუჭი ფლანგვაა, ამიტომ უმჯობესია, სახლში მოიმარაგოთ საკვები და გარე კვებაზე ნაკლები ხარჯი გექნებათ. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, შეგიძლიათ ბათუმში მოხვდეთ როგორც მატარებლით, ასევე სამარშრუტო ტაქსით, მინივენით. თბილისიდან მატარებლის ღირებულება 35 ლარია, თუმცა შეღავათი არის 10 წლამდე ბავშვებსა და სტუდენტებზე. სამარშრუტო ტაქსითა და მინივენით მგზავრობა  35-40  ლარია.

ასევე, დასვენებას გირჩევთ ურეკსა და შეკვეთილში. ურეკი ერთ-ერთი პოპულარული ზღვისპირა კურორტია, რომელსაც ბევრი დამსვენებელი სტუმრობს. ლურჯი ზღვა, ქვიშიანი სანაპირო, კეთილმოწყობილი სასტუმროები და მწვანე ბუნება შესანიშნავ გარემოს ქმნის ზღვის მოყვარულებისათვის. ასევე ურეკი მისი სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშით გამოირჩევა. ზღვის სიღრმეც დიდ მანძილზე მცირეა, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია ბავშვებთან ერთად დასვენებისთვის. აქ შეგიძლიათ დროის მხიარულად და ფერადოვნად გატარება. ურეკის სასტუმროებში დასვენება კი 5 დღის განმავლობაში 800-900 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ.

 თუ საზღვარგარეთ გეგმავთ წასვლას, ყველაზე ბიუჯეტური გამოსავალი, ალბათ, ტურებია. ტურები ძირითადად ათი დღის განმავლობაში გრძელდება. მაგ: თურქეთი, იტალია, საბერძნეთი, თუ ამ ადგილების დათვალიერებითა და სტუმრობით ხართ დაინტერესებული, ტურის ღირებულება 3700 ლარია.  ამ მოგზაურობაში შედის კვება, ხელბარგი, სასტუმროში განთავსება, ავიაბილეთები, მაგრამ როდესაც გამგზავრებას გეგმავ, უნდა გაითვალისწინო დამატებითი ხარჯებიც. მუზეუმები, კონცერტის ბილეთები, გიდის მომსახურება და ა.შ. მარტივი გამოსავალია, რომ საკუთარ ქვეყანაში შეგიძლია დაისვენო, თან ბიუჯეტურად და თანაც სასიამოვნო დრო გაატარო.

  მოდი, გავიგოთ, თუ სად აპირებს დასვენებას თბილისის მოსახლეობის ნაწილი:

გიორგი, 37 წლის

-გამარჯობა, სად აპირებთ ზაფხულის გატარებას, დაგეგმილი გაქვთ თუ არა უკვე?

-გამარჯობა, დიახ, ჩემს ოჯახთან ერთად ვაპირებ წავიდე დასასვენებლად აგვისტოს ბოლოს. ჯერ ზუსტად გადაწყვეტილი არ გვაქვს, მაგრამ ვფიქრობთ რომელიმე ზღვისპირა ქალაქს და არჩევანს ალბათ ბათუმზე შევაჩერებთ.

მარი, 20 წლის

მთელი ზაფხულის განმავლობაში მიწევს მუშაობაც, ამიტომ ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა სადმე წასვლას.

თეა, 39 წლის

ჩემს მეგობართან ერთად ვგეგმავ პარიზში წასვლას. რაღაც მიზეზების გამო ფრენის გადაწევა მოგვიწია, თუმცა აგვისტოში აუცილებლად წავალთ დასასვენებლად.

ნანა, 24 წლის

-მე თავად ქობულეთში ვცხოვრობ, ამიტომ აუცილებლად ვაპირებ ამ ზაფხულსაც წასვლას და დასვენებას.

ნიკა, 31 წლის

-ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ამიტომ წელსაც ვფიქრობ, არ გამოვტოვებ ამ შანსს და კიდევ ერთს მივამატებ. ჯერ არ გადამიწყვეტია, მაგრამ აუცილებლად რომელიმე ულამაზეს კუნძულს მოვინახულებ.

სალომე, 19 წლის

-კურსელები ვგეგმავთ, რომ ერთად წავიდეთ დასასვენებლად ამ ზაფხულს და ძალიან გავერთოთ. რამდენიმე დღით ბათუმში ან შეკვეთილში ვფიქრობთ წასვლას.

მარიამი, 42 წლის

-სად აპირებთ დასვენებას ამ ზაფხულს?

-შვილებთან ერთად ორი-სამი დღით აუცილებლად ვგეგმავ დასვენებას, რადგან როგორც მე, ასევე ბავშვებსაც აუცილებლად სჭირდებათ დასვენება.

-როგორ ფიქრობთ ფასებთან დაკავშირებით, რამდენად ძვირია საქართველოში დასვენება?

-არ ვფიქრობ, რომ იაფია, მით უმეტეს, როდესაც ძალიან ტურისტული და ხალხმრავალი ზღვისპირა ქალაქები გვაქვს. მაგრამ იმისთვის ვშრომობ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც ჩემს თავს და ოჯახს ვასიამოვნო.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

სად უნდა წახვიდეთ სლოვაკეთში თქვენი ინტერესების მიხედვით

28 June, 2024
10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება ჩრდილოეთ მაკედონიაში

10 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულება ჩრდილოეთ მაკედონიაში

27 June, 2024
რა უნდა იცოდეთ სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე

რა უნდა იცოდეთ სამხრეთ კორეაში ვიზიტამდე

26 June, 2024
დამატებით მეთოდიკებს, რომლებსაც იყენებენ კლასიკურ ძალისმიერ ვარჯიშებთან ერთად, ასევე შეუძლია მაქსიმალურად გაზარდოს ძალის მატება

დამატებით მეთოდიკებს, რომლებსაც იყენებენ კლასიკურ ძალისმიერ ვარჯიშებთან ერთად, ასევე შეუძლია მაქსიმალურად გაზარდოს ძალის მატება

ივლისი 4, 2024
ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

ახალ ალგორითმს გულის გაჩერების პროგნოზირება შეუძლია

ივლისი 4, 2024
ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზება და და რეფორმის წინაშე მდგარი გამოწვევები

ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზება და და რეფორმის წინაშე მდგარი გამოწვევები

ივლისი 4, 2024
რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივლისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივლისს

4 ივლისი 2024
თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს – Bild

თუ ზომები არ მიიღეს, შესაძლოა, ფრინველის გრიპი ადამიანიდან ადამიანზე გადავიდეს და მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდეს – Bild

4 ივლისი 2024
ონკოპაციენტებს კლინიკაში მედიკამენტების აფთიაქიდან მიტანა აღარ მოუწევთ – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება

ონკოპაციენტებს კლინიკაში მედიკამენტების აფთიაქიდან მიტანა აღარ მოუწევთ – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება

4 ივლისი 2024
ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს

ინტერიერის დიზაინი მათთვის, ვისაც ფეხბურთი ძალიან უყვარს

ივლისი 4, 2024
რობოტი მტვერსასრუტების გავლენა დასუფთავების ინდუსტრიაზე

რობოტი მტვერსასრუტების გავლენა დასუფთავების ინდუსტრიაზე

ივლისი 4, 2024
როგორ უნდა შეუსაბამოთ სხვადასხვა ტიპის პატერნი ერთმანეთთან

როგორ უნდა შეუსაბამოთ სხვადასხვა ტიპის პატერნი ერთმანეთთან

ივლისი 3, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

საქართველოში 552 ათასი დოლარის საზამთრო შემოვიდა

ივნისი 27, 2024
ეს გზა თამარ მეფის დროინდელ ტაძართან მიგიყვანთ და ჯადოსნური სოფლის სასწაულ ამბებს მოგიყვებათ

ეს გზა თამარ მეფის დროინდელ ტაძართან მიგიყვანთ და ჯადოსნური სოფლის სასწაულ ამბებს მოგიყვებათ

4 ივლისი 2024
“ოთახში თუ მამამთილი იმყოფებოდა, იქ მყოფი რძალი უკანსვლით ტოვებდა იქაურობას“ – დავიწყებული ქართული ტრადიცია, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არ გსმენიათ

“ოთახში თუ მამამთილი იმყოფებოდა, იქ მყოფი რძალი უკანსვლით ტოვებდა იქაურობას“ – დავიწყებული ქართული ტრადიცია, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არ გსმენიათ

4 ივლისი 2024
სირიის რკინის ლედი ასმა ასადი – ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან

სირიის რკინის ლედი ასმა ასადი – ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან

4 ივლისი 2024
რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

რეზო გაბრიაძის დაბადების დღე ქუთაისში აღინიშნება

ივნისი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
პროდუქტები -რომლებიც გაიაფდა ივნისში

პროდუქტები -რომლებიც გაიაფდა ივნისში

ივლისი 4, 2024
ზაფხულის სეზონზე ხილის შეძენა ფუფუნებაა – ფასები ბაზრიდან

ზაფხულის სეზონზე ხილის შეძენა ფუფუნებაა – ფასები ბაზრიდან

ივლისი 4, 2024
როგორ შევინახოთ ფქვილი,  რომ არ გაფუჭდეს

როგორ შევინახოთ ფქვილი, რომ არ გაფუჭდეს

ივლისი 4, 2024
როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი- ხაჭოსგან

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი- ხაჭოსგან

ივლისი 4, 2024
მოდური პედიკური -როგორია 2024 წლის ზაფხულის ტენდენციები

მოდური პედიკური -როგორია 2024 წლის ზაფხულის ტენდენციები

ივლისი 4, 2024
რამ შეიძლება გამოიწვიოს სახეზე გამონაყარი

რამ შეიძლება გამოიწვიოს სახეზე გამონაყარი

ივლისი 4, 2024
ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია განხორციელდა

ივლისი 4, 2024
ძველი და ახალი ბინების ფასი -თბილისში

ძველი და ახალი ბინების ფასი -თბილისში

ივლისი 4, 2024
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს  ღირსების ორდენი გადაეცა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ღირსების ორდენი გადაეცა

ივლისი 3, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი