შემოდგომის დადგომასთან ერთად ქართველი მომხმარებლები აქტიურად იწყებენ გარდერობისა და სახლის განახლებას. სწორედ ამ პერიოდში ონლაინ პლატფორმების მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება — ადამიანები ეძებენ სწრაფ, მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ შოპინგის გზებს.
რუსული წარმოშობის მსხვილი ონლაინ რიტეილერი Wildberries საქართველოში სერვისის გაფართოებას განაგრძობს. ამჟამად კომპანია ქვეყნის რამდენიმე ქალაქში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, რუსთავში, ქობულეთსა და გორში — კურიერული მიწოდების სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს.
განსაკუთრებული სიახლე თბილისელებისთვის არის ე.წ. ექსპრეს-მიწოდების შესაძლებლობა. ამ სერვისის გამოყენებისას მომხმარებელს საშუალება ეძლევა, წინასწარ შეარჩიოს მისთვის მოსახერხებელი ორსაათიანი ფანჯარა — ასე ადამიანს მთელი დღე კურიერის მოლოდინში გატარება არ უწევს. გარდა ამისა, შესაძლებელია განისაზღვროს, შეკვეთის კონკრეტულად რომელი პოზიცია ჩაბარდეს ექსპრეს-რეჟიმით.
კურიერის გამოსვლის შემდეგ მომხმარებელი სმს-ით იღებს სპეციალურ ბმულს, რომლის საშუალებითაც რეალურ დროში შეუძლია კურიერის გეოგრაფიული მდებარეობის თვალყურის დევნება.
ამ სერვისს გარკვეული პირობებიც ახლავს: შეკვეთის სრული თანხის წინასწარ გადახდა სავალდებულოა, ხოლო პროდუქტის დაბრუნების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ის თავად მიიტანოს კომპანიის გაცემის პუნქტში.
მსხვილი ან მძიმე ნივთების — მაგალითად, ტექნიკის — შემთხვევაში სახლამდე მიწოდება განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან მომხმარებელს ტრანსპორტირების სირთულე ეხსნება.
მათთვის, ვინც ტრადიციულ გზას ანიჭებს უპირატესობას, კვლავ ხელმისაწვდომია გაცემის პუნქტები — დღეისათვის მთელ საქართველოში დაახლოებით 100 ასეთი წერტილი მოქმედებს. ამგვარად, მომხმარებელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, მისთვის უფრო მოქნილი რომელი ვარიანტია.
კომპანია პერიოდულად სხვადასხვა ფასდაკლებასა და სეზონურ აქციასაც ატარებს — ზოგიერთ კატეგორიაში ფასდაკლება 80 პროცენტსაც კი აღწევს.
Sheni Ambebi News
წყარო: primetime.ge
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). Wildberries საქართველოში: რა სიახლეები ელის მომხმარებელს მიწოდების სფეროში?. 28 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/wildberries-საქართველოში-რა-სიახლე/

