სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც არასრულწლოვანი ავტომობილს მართავს. გავრცელებული ინფორმაციით, კადრები ბავშვის დედამ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. ვიდეოს გავრცელებას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
„ეს ნორმალურია? დედა აქვეყნებს ამ ვიდეოს, დიდი სიამაყით და აღფრთოვანებულია ამ ფაქტით! ამ ბავშვს ჯვარი ეწეროს, მაგრამ ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უბიძგებენ მშობლები შვილებს ხიფათისკენ და უბედურებისკენ! გაიზრდება და მოასწრებს, ეს რა მარაზმია“ , – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაადგინეს და დააჯარიმეს ის პირი, რომელიც არასრულწლოვანს მანქანა სამართავად გადასცა. მოქალაქის დაჯარიმების ფაქტს შსს-ს ადასტურებს.
Sheni Network
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. VIDEO: „ეს ნორმალურია? დედა აქვეყნებს ამ ვიდეოს, დიდი სიამაყით და აღფრთოვანებულია ამ ფაქტით!“ – დააჯარიმეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანი საჭესთან დასვა [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/video-%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94/
sheniekimi.ge/ambebi
