USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ორგანიზაცია USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ.

მისი განცხადებით, იმის გამო, რომ ერთ-ერთმა საკვანძო დონორმა – USAID-მა – დროებით მუშაობა შეწყვიტა, „დროებით შეჩერდა რიგი კომისიების მუშაობაც, რომლებიც სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების შერჩევით იყვნენ დაკავებულნი“.

კერძოდ, სტეფანიშინას განცხადებით, უკრაინაში მუშაობა შეაჩერეს ეთიკის საბჭომ, საერთაშორისო ექსპერტების საზოგადოებრივმა საბჭომ, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიუროს თავმჯდომარის შესარჩევმა კომისიამ და უზენაესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევმა კომისიამ.

უკრაინის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ კომისიების მუშაობის აღდგენა უახლოეს მომავალში ევროკომისიისა და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დახმარების წყალობით მოხდება.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). USAID-ის მუშაობის შეჩერების გამო უკრაინაში მოსამართლეების შესარჩევმა კომისიებმა საქმიანობა შეწყვიტეს. 7 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/usaid-ის-მუშაობის-შეჩერების-გა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi