UNICEF-სა და საქართველოს პარლამენტს შორის ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობა გაძლიერდება

1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ხელმძღვანელი მარიამ ლაშხი სამუშო შეხვედრა გამართა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის წარმომადგენელ იზაბელა კასტროჯოვანისთან.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბავშვთა უფლებების დასაცავად წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულად დაცვის მნიშვნელობაზე, რაც საერთაშორისო სტანდარტების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბავშვთა უფლებრივ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის საკითხები. UNICEF-ის ჩართულობით მომზადებული კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება ორივე მხარეს საერთო პრიორიტეტად მიაჩნია.

დღის წესრიგში განსაკუთრენბი ადგილი დაეთმო ციფრულ სივრცეში ბავშვთა უფლებების დაცვის პრობლემატიკას. ინტერნეტისა და სოციალური მედიის მზარდ გავლენასთან ერთად, ამ მიმართულებით ეფექტური მექანიზმების შემუშავება სულ უფრო აქტუალური ხდება, და მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

Sheni Ambebi News

წყარო: primetime.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). UNICEF-სა და საქართველოს პარლამენტს შორის ბავშვთა უფლებების დაცვაზე მუშაობა გაძლიერდება. 30 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/unicef-სა-და-საქართველოს-პარლამ/

გაუზიარეთ ეს სტატია