ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოTurkish Airlines-ის პილოტი ფრენისას გარდაიცვალა, თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაჯდა

Turkish Airlines-ის პილოტი ფრენისას გარდაიცვალა, თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაჯდა

ავიაკომპანია Turkish Airlines-ის პილოტი ფრენის დროს, ცაში გარდაიცვალა. თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაჯდა ნიუ-იორკში. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს. ეკიპაჟის მეთაური სიეტლიდან სტამბოლისკენ რეისის შესრულების დროს დაიღუპა.

ავიაკომპანიის პრესმდივნის, იაჰია უსტიუნის თქმით, Airbus 350 საბორტო რეგისტრაციით TC-LGR, რომელიც №TK204 რეისს ასრულებდა სიეტლიდან სტამბოლში, როდესაც პილოტმა, კაპიტანმა ილჩეჰინ ფეჰლივანმა შტურვალთან გონება დაკარგა. რადგანაც პირველადმა სამედიცინო დახმარებამ შედეგი არ გამოიღო, ეკიპაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, თვითმფრინავი საგანგებო რეჟიმში დაესვათ, მაგრამ კაპიტანი მანამ გარდაიცვალა, სანამ თვითმფრინავი ხმელეთზე დაეშვებოდა.

  „ჰოდა, აწი ელვა რომ იქნება და მეხი, რომელიღაც აუცილებლად არჩილ ბადრიაშვილი იქნება, სხვანაირად არ გამოვა, ცას მისი ვალი აქვს…“ – გიორგი კეკელიძე არჩილ ბადრიაშვილზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი