წიგნის „სამედიცინო დაწესებულებების არქივი” ონლაინ პრეზენტაცია
29 სექტემბერს, 15:00 საათზე, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „სამედიცინო დაწესებულებების არქივი” ონლაინ პრეზენტაცია.
ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელოს სამედიცინო დაწესებულებების არსებული და მომავალი არქივარიუსებისთვის, აგრეთვე გზამკვლევს დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის — საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო არქივის შექმნისა და განვითარების მიზნით.
ავტორთა კოლექტივი
წიგნი შექმნილია რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის (რჯც) და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის (დტსუ) ავტორთა მრავალწლიანი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად. ავტორები არიან:
მანანა ლოსაბერიძე — ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი;
გიორგი ფხაკაძე — დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
ნანა მგალობლიშვილი — დიპლომირებული მედიკოსი, შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დირექტორი;
ანა ბოლქვაძე — დიპლომირებული მედიკოსი, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი;
ნუგზარ ბოლქვაძე — მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD), შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი;
თამარ თალაკვაძე — მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი;
თეიმურაზ ზურმუხტაშვილი — არქივმცოდნე.
პრეზენტაციის წამყვანი
ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვება გიორგი ფხაკაძე — დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი (MPH), მედიცინის აკადემიური დოქტორი (PhD).
გამომცემელი და მონაწილეობა
წიგნი „სამედიცინო დაწესებულებების არქივი” გამოიცა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობით.
პრეზენტაციაში მონაწილეობა თავისუფალია. დაინტერესებული პირები შეუერთდნენ შემდეგი ბმულით: https://dtmu.zoom.us/j/94765789706
პროფესორ გიორგი ფხაკაძის YouTube არხი: youtube.com/@drpkhakadze
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). წიგნის ონლაინ პრეზენტაციას გაუძღვება გიორგი ფხაკაძე…. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/tsignis-onlain-prezentatsias-gaudzghveba-giorgi-phkhakadze/

