როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან – ბოხუას ცენტრის რეკომენდაციები

ავტორი SheniAmbebi.ge
6 წუთიანი წაკითხვა

ვენების ვარიკოზული დაავადება ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. დაავადება თანდათანობით ვითარდება და ხშირად პაციენტები მას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ — მანამ, სანამ მდგომარეობა არ გამწვავდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ ვინ შედის რისკის ჯგუფში, როგორ ხდება პრევენცია და რა სამედიცინო ჩარევაა საჭირო.

რისკის ფაქტორები

როგორც მრავალი სხვა დაავადების შემთხვევაში, ვარიკოზის დროსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროულ დიაგნოსტიკას. თუ დაავადებას ადრეულ სტადიაში გამოვავლენთ, მასთან გამკლავება საგრძნობლად გაგვიადვილდება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფხიზლე მართებთ იმ ადამიანებს, ვინც რისკის ჯგუფში შედიან.

პროფილაქტიკა

ვარიკოზული დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკაა ფეხის კუნთების რეგულარული დინამიკური დატვირთვა. სასარგებლოა ქვეითად სიარული, ველოსიპედით გასეირნება, სირბილი, ცურვა და კიბეზე ასვლა. ეს სახის აქტივობები ხელს უწყობს ვენებში სისხლის ნორმალური მიმოქცევის შენარჩუნებას.

დროული დიაგნოსტიკა

ბევრს მიაჩნია, რომ დღის ბოლოს ფეხების დაღლილობა, ტკივილი და შეშუპება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. ექიმები კი გვარწმუნებენ, რომ ასე არ არის. თუ ეს სიმპტომები მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე სამუშაოს შემდეგ კი არა, ჩვეულებრივი დღის ბოლოსაც შეინიშნება, დროა სპეციალისტს მიმართოთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

მკურნალობა — მიმართეთ პროფესიონალს

ანგიოლოგის მთავარი ამოცანა ქვედა კიდურებში ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენაა. დაავადების ადრეულ სტადიაში ოპერაციული ჩარევა შესაძლოა საჭიროც არ გახდეს — მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და დაავადების განვითარების შესაჩერებლად საკმარისი აღმოჩნდეს ხარისხიანი, სწორად შერჩეული კომპრესიული ტრიკოტაჟი ვენომატონიზებელი პრეპარატების კურსთან ერთად. ოპერაციის შემდეგ, პირველი კვირის განმავლობაში, არ არის სასურველი მძიმეების აწევა.

პოსტოპერაციული მედიკამენტური მკურნალობა

პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდში ინიშნება მედიკამენტური მკურნალობა, რომლის შინაარსი და მოცულობა დამოკიდებულია თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე.

კომპრესიული ტრიკოტაჟი

ოპერაციის შემდგომ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია კომპრესიული ტრიკოტაჟის მუდმივად ტარების შესახებ. ეს შეიძლება იყოს წინდები, კოლგოტები ან ელასტიკური ბინტები. კომპრესიული ტრიკოტაჟი ქმნის კონტროლირებულ წნევას ვენურ სისტემაზე, სტაბილიზებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებათა შორისაა, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. კანადის საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანომ „ვივო მედიქალ ჯგუფში” გაერთიანებულ სამედიცინო ცენტრებთან, მათ შორის ამ ცენტრთანაც, თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). როგორ დავიცვათ თავი ვარიკოზისგან – ბოხუას ცენტრის რეკომენდაციები. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/rogor-davitsvath-thavi-varikozisgan-bokhuas-tsentris-rekomendatsiebi/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi