გერმანული კომპანია Rheinmetall, ამერიკულ Lockheed Martin-თან ერთად, ევროპაში ATACMS-ისა და Patriot PAC-3 რაკეტების მასშტაბური წარმოების დაწყებას გეგმავს.
ამის შესახებ გამოცემა Hartpunkt იტყობინება.
როგორც Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა განმარტა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივი საწარმოს შექმნაზე, რომელშიც მისი კომპანია 60%-იანი წილის შეძენას გეგმავს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი შეერთებულ შტატებში ევროპული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოების სიმძლავრის ნაკლებობაა. ამიტომ, ორივე პარტნიორს რაკეტების ევროპული კომპეტენციის ცენტრის შექმნა სურს. კითხვის გაგრძელება…