მასშტაბური გლობალური კვლევის მიხედვით, 50 წელს ქვემოთ კიბოს შემთხვევები ბოლო 30 წელიწადში 80%-ით არი

ავტორი SheniAmbebi.ge
5 წუთიანი წაკითხვა

50 წელს ქვემოთ ახალგაზრდებში კიბოს დიაგნოზი სულ უფრო ხშირი ხდება — ეს ტენდენცია გლობალური მასშტაბით შემაშფოთებელ სურათს ხატავს. ახალი საერთაშორისო კვლევა, რომელიც 204 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს, ადასტურებს, რომ ეს პრობლემა სისტემური ხასიათისაა და სასწრაფო ყურადღებას მოითხოვს.

კიბოს მაჩვენებლების ზრდა ახალგაზრდებში

გასული 30 წლის განმავლობაში 50 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფში კიბოს დიაგნოზის მაჩვენებელი საგანგაშოდ — 79,1 პროცენტით — გაიზარდა, რაც ამ დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობაში 27,7-პროცენტიანი ზრდით გამოიხატება.

ახალი მოხსენება ემყარება პროგრამა „დაავადებათა გლობალური ტვირთის” 2019 წლის კვლევის მონაცემებს. კვლევა აჩვენებს, რომ 14-დან 49 წლამდე ასაკის პირებში კიბოს შემთხვევები 1990 წელს 1,82 მილიონი იყო, 2019 წლისთვის კი 3,26 მილიონამდე გაიზარდა. 204 ქვეყანაში 29 ტიპის კიბოზე შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი ასევე ეჭვქვეშ აყენებს საერთო წარმოდგენებს იმ სახის კიბოების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში გვხვდება. კვლევა ჩინეთის ჯეძიანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ ჩაატარა.

პროგნოზი 2030 წლამდე

მოსალოდნელია, რომ ადრეულ ასაკში — 50 წელს ქვემოთ — კიბოს შემთხვევები 2030 წლისთვის მსოფლიოში 31 პროცენტით გაიზრდება, რაც სიკვდილიანობის 21-პროცენტიან ზრდას ნიშნავს. რისკი ყველაზე მაღალია 40-დან 49 წლამდე პირებში.

- Advertisement -
Ad imageAd image

კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპები

2019 წელს ამ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ძუძუს კიბოს ჰქონდა. 1990 წლიდან ყველაზე სწრაფ ზრდას კი სასუნთქი მილის (ტრაქეა) და პროსტატის კიბოები აჩვენებდა. ამის საპირისპიროდ, ადრეულ ასაკში ღვიძლის კიბოს მაჩვენებელი შემცირდა.

ლონდონის დედოფალ მარის უნივერსიტეტის მეცნიერი სტივენ დაფი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა, ზოგიერთი ტენდენციის პოტენციურ ახსნას გვთავაზობს:

„ღვიძლის კიბოს შემთხვევაში, შემთხვევათა დიდი რაოდენობის მიზეზი B ჰეპატიტის ვირუსია, რომლის წინააღმდეგაც ახლა უკვე არსებობს ეფექტიანი ვაქცინა. რაც შეეხება ნაზოფარინგეალურ კიბოს, დიდი რიცხვების მიზეზია ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომლის წინააღმდეგაც ჯერ არ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა.”

რისკფაქტორები და პრევენცია

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სახის კიბოში გენეტიკური ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს — ზოგჯერ კი პირიქით, დამცავ ფუნქციასაც ითავსებს — მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ პრევენციული ფაქტორების გათვალისწინება გადამწყვეტია:

„კვებითი რისკფაქტორები — რაციონში ბევრი წითელი ხორცი, ცოტა ხილი, ბევრი ნატრიუმი, ცოტა რძე და ა. შ. — ასევე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება, ადრეულ ასაკში კიბოს განვითარების მთავარი რისკფაქტორებია,” — წერენ მკვლევრები.

- Advertisement -
Ad imageAd image

მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ კიბოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება არარეგულარულ ცხოვრების წესსა და ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: ჰაერის დაბინძურება, სიმსუქნე, დიაბეტი და სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.

მკვლევართა განცხადებით, კვლევის შედეგები წარმოაჩენს ადრეული დიაგნოზისა და მიზანმიმართული მკურნალობის მნიშვნელობას. ამასთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებში პოპულარიზაცია უნდა გაუწიონ პრევენციულ ცხოვრების წეს — ჯანსაღ კვებას, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვას და ფიზიკურ აქტივობას.

კვლევის გლობალური მნიშვნელობა

1990-იანი წლების შემდეგ 50 წელს ქვემოთ პირებში კიბოს შემთხვევათა ზრდაზე წინა კვლევებიც მიუთითებდა, თუმცა მათი უმეტესობა რეგიონულ განსხვავებებზე იყო ფოკუსირებული. ამ სფეროში კვლავ არასაკმარისია კვლევები, რომლებიც განსაზღვრავდა ახალგაზრდა ასაკში სერიოზული კიბოების განვითარებასთან დაკავშირებულ ფაქტორებს, აგრეთვე კიბოს გავრცელებას სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფებში.

ბელფასტის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მკვლევრის შეფასებით: „ამ კვლევის მნიშვნელოვანი ასპექტია მონაცემების გლობალურობა. წარმოჩენილია რეგიონებს შორის სხვაობები, რაც მიუთითებს სხვადასხვა პოპულაციებში სპეციფიკური რისკფაქტორების დადგენის საჭიროებაზე.”

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). მასშტაბური გლობალური კვლევის მიხედვით, 50 წელს ქვემოთ კიბოს შემთხვევები ბოლო 30 წელიწადში 80%-ით არი. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/masshtaburi-globaluri-kvlevis-mikhedvith-50-tsels-qvemoth-kibos-shemthkhvevebi-bolo-30-tselitsadshi-80-ith-ari/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi