ლუვრის ძარცვის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ მუზეუმის ვიდეოთვალთვალის სისტემა დაცული იყო პაროლით „Louvre“. ინფორმაციას Liberation-ი ავრცელებს.
გარდა ამისა, მუზეუმის უსაფრთხოების სისტემა მოძველებული იყო. მონაცემები ინახებოდა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რომელსაც დეველოპერული მხარდაჭერაც აღარ აქვს და რომელიც Windows Server 2003-ის ბაზაზე მუშაობს .
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუზეუმის უსაფრთხოების წესების დარღვევისა და IT-სისტემაში არსებული შეცდომების შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იყო ცნობილი, თუმცა ლუვრის ხელმძღვანელობას არანაირი ზომები არ მიუღია.
პარიზის ყველაზე ცნობილი მუზეუმი 19 ოქტომბერს გაძარცვეს. ზარალი 88 მილიონ ევროს შეადგენს. პარიზის პროკურატურა ბრალი 4 ეჭვმიტანილს წაუყენა – 3 კაცს და 1 ქალს.


