კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, ის პრაქტიკულად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღეა.


ცოფი ზოონოზური დაავადებაა, რომელსაც ცოფის ვირუსი იწვევს. კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, ის პრაქტიკულად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება.


ცოფი ენდემურია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის, თუმცა ყველაზე მაღალი ინციდენტობით გამოირჩევა აზიისა და აფრიკის ქვეყნები, სადაც ცოფის რისკის წინაშე 3 მილიარდ ადამიანზე მეტი დგას.


ცოფის პრევენციის გზებია:

- Advertisement -
Ad imageAd image


– ძაღლებისა და კატების ვაქცინაცია


– კბენის თავიდან არიდება


– კბენის შემთხვევაში ჭრილობის დაუყოვნებელი, საფუძვლიანი დაბანა საპნითა და წყლით და ვაქცინაცია.


ცოფი ვაქცინით მართვადი დაავადებაა. მიუხედავად ამისა, იგი მსოფლიოში ყოველწლიურად ათი ათასობით სიკვდილის მიზეზი ხდება. დაავადება დისპროპორციულად აზარალებს დაბალი შემოსავლების მქონე ადამიანებს განსაკუთრებით კი ქალაქგარეთ მცხოვრებ მოსახლეობასა და ბავშვებს – ცოფით გარდაცვლილთა 40% 15 წლამდე ასაკის ბავშვია.

- Advertisement -
Ad imageAd image


https://youtube.com/@drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). კლინიკური სიმპტომების გამოვლენისას, ის პრაქტიკულად ყოველთვის სიკვდილით მთავრდება. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/klinikuri-simptomebis-gamovlenisas-is-praqtikulad-qhovelthvis-sikvdilith-mthavrdeba/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi