ქართული მოდის ბრენდი KEBURIA 2025 წლის ლონდონის მოდის კვირეულზე

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

2025 წლის 20-24 თებერვალს ლონდონი ყველაზე მნიშვნელოვან მოდის ღონისძიებას – ლონდონის მოდის კვირეულს – უმასპინძლებს. კვირეულის ოფიციალურ პროგრამაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ქართული ბრენდი KEBURIA პირველად წარსდგება ლონდონის მოდის სცენაზე. ბრენდი, რომელმაც საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაითქვა სახელი, 24 თებერვალს წარმოგვიდგენს როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტანსაცმლის ხაზს.

KEBURIA-ს ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას წარმოადგენს ქართული მოდის ინდუსტრისთვის.

KEBURIA ქართული მოდის ბრენდია, რომელიც 2015 წელს გიორგი ქებურიას მიერ შეიქმნა. ბრენდი ცნობილია თავისი მდიდრული და დახვეწილი სტილით, რომელსაც ხშირად ირჩევენ სოლიდური ვარსკვლავები. ბრენდმა უკვე მოიპოვა აღიარება საერთაშორისო ბაზარზე, მისი ტანსაცმლის კოლექციები კი მრავალჯერ გამოიყენეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც არიან მოდელი კაია გერბერი, მომღერალი მაილი საირუსი, მსახიობი პამელა ანდერსონი და რეალითი შოუს ვარსკვლავი ქაილი ჯენერი. კითხვის გაგრძელება…

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ქართული მოდის ბრენდი KEBURIA 2025 წლის ლონდონის მოდის კვირეულზე. 4 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/keburia/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi