„ჯანმრთელობისთვის საშიშია – უმჯობესია საკვებად არ გამოვიყენოთ ასეთი შეფერილობის კარტოფილი“

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

​საქართველოს პირველი არხის გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“

„კარტოფილი, რომელიც დაფარულია ხშირი აღმონაცენებით და არის მომწვანო შეფერილობის, უმჯობესია აღარ გამოვიყენოთ, ასეთ კარტოფილში სოლანინი – მომწამვლელი ნივთიერება სიღრმეშია შეჭრილი და ის ჯანმრთელობისთვის საშიშია.
ერთხელ ასეთი პროდუქტის მირთმევა, რა თქმა უნდა, ადამიანს საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ამ პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, ეს ნამდვილად არის ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტი.
დადასტურებულია, რამდენად ზარალდება ღვიძლი და მისი ფუნქციები სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში და ონკოლოგიური რისკები მთელი ორგანიზმისთვის მზარდია. შეიძლება, ბადრიჯანი კიდევ უფრო სარისკო იყოს. მას სოლანინის თვალსაჩინო დაგროვება შეიძლება ვერც შევამჩნიოთ შეფერილობის გამო. პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ბადრიჯანშიც აუცილებლად დაგროვდება სოლანინი,“- განაცხადა  მარი მალაზონიამ.

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). „ჯანმრთელობისთვის საშიშია – უმჯობესია საკვებად არ გამოვიყენოთ ასეთი შეფერილობის კარტოფილი“. 8 ნოემბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/janmrthelobisthvis-sashishia-umjobesia-sakvebad-ar-gamoviqhenoth-asethi-shepherilobis-kartophili/

  კარტოფილი როგორ შევინახოთ- რომ არ გაღივდეს და არ გაფუჭდეს
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi