პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისოციალური თემებიბიზნესიITB Berlin-ზე საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ბუნებით, ღვინითა და კულინარიით დაინტერესდნენ — ვიზიტ...

ITB Berlin-ზე საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ბუნებით, ღვინითა და კულინარიით დაინტერესდნენ — ვიზიტ ჯორჯია

საქართველო გერმანიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin-ზეეროვნული სტენდით წარდგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გამოფენაში 20-მდე კერძო კომპანია მონაწილეობს. ITB Berlin-ის გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს „ვიზიტ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ქეთი წიკლაური.

„ჩვენ წლებია ITB-ის გამოფენაში ვმონაწილეობთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა. ძალიან ბევრი კომპანია მონაწილეობს ITB-ზე, არამარტო გერმანული, არამედ სხვა ევროპული ქვეყნებიდანაც ჩამოდიან. ვცდილობთ, რომ საქართველო გავხადოთ პოპულარული, მეტი დამსვენებელი მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ უცხოური კომპანიები, გავარეკლამოთ ჩვენი მთა და ზღვა. დაინტერესება ძალიან დიდია საქართველოს მიმართ, საერთაშორისო კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს ბუნებით, ღვინითა და კულინარიით“-აცხადებს წიკლაური.

ITB Berlin-ზე წელს 190 ქვეყანაა წარდგენილი, ხოლო გამოფენას 100,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს. ამ გამოფენაში მონაწილეობს 5600-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #shenistartup#აქხარისხია

  ფრინველები ბუნების საზღვრებს არ ცნობენ და ამით ერთმანეთთან აკავშირებენ კონტინენტებს, ქვეყნებსა და ადამიანებს.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი