რატომ შემცირდა პარკირების ჯარიმები თბილისში — ფაქტები და ციფრები

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

თბილისში პარკირების ჯარიმების რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმებმა 1 932 071 ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 4 403 616 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, პარკირების ჯარიმები წინა წელთან შედარებით 56%-ით არის შემცირებული.

გარდა ამისა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც დაკლებულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში 38 702 890 ლარი შევიდა, მაშინ როდესაც 2024 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 52 698 780 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა გაიზარდა და 10 ლარის ნაცვლად, 50 ლარი შეადგინა.

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რატომ შემცირდა პარკირების ჯარიმები თბილისში — ფაქტები და ციფრები. 27 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რატომ-შემცირდა-პარკირები/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi