25/08/2023
ავტორი: ირინა დათაშვილი

2019 წლის 7 მარტს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ამავე უნივერსიტეტის სადოქტორო სწავლების დოქტორანტის ილია ნადარეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის: „ დამატებითი და ალტერნატიული მედიცინა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემა“ საჯარო დაცვა.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ: გიორგი ფხაკაძე ( პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი), კარსტენ ლუნცე (ასისტენტ პროფესორი, მედიცინის დეპარტამენტი, ბოსტონის უნივერსიტეტი, ბოსტონი, აშშ ).
სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალური ექსპერტები/ოპონენტები იყვნენ: თენგიზ ვერულავა(მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); რამაზ შენგელია (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი); გიორგი ჩახავა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი).
ფარული კენჭისყრის შედეგად საკვალიფიკაციო საბჭომ ილია ნადარეიშვილს მიანიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе
https://youtube.com/@drpkhakadze
წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=164&lang=2
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2023). ილია ნადარეიშვილის სადისერტაციო ნაშრომის: „ დამატებითი და ალტერნატიული მედიცინა და საქართველოს ჯანდა. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/ilia-nadareishvilis-sadisertatsio-nashromis-damatebithi-da-alternatiuli-meditsina-da-saqarthvelos-janda/
