შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაGeorgian Airways-მა EURO 2024-ისთვის დანიშნულ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

Georgian Airways-მა EURO 2024-ისთვის დანიშნულ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

ავიაკომპანია Georgian Airways-მა დღეს, 13:00 საათიდან EURO 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბილეთების ფასი 295 ევროდან იწყება.

„ძვირფასო მგზავრებო!

✈️🇩🇪⚽ 13:00 საათიდან დაიწყება ავიაბილეთების გაყიდვა ევრო 2024-ისთვის დანიშნულ სპეციალურ პირდაპირ ფრენებზე.

„ბილეთის ფასი: 295 ევროდან.

პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);

თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);

თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).

პირდაპირი რეისები შესრულდება მგზავრებისთვის მატჩებზე დასასწრებად კომფორტულ დროს.

✅ ავიაბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში. www.georgian-airways.com

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სპეციალურ რეისებზე ავიაბილეთები დაბრუნებას არ ექვემდებარება.

♥️🇬🇪 ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს!“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  სიახლე, რომელიც მგზავრებისთვის ხვალიდან ამოქმედდება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი