ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.


მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე და საერთო მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს მადლობა გადაუხადა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და სხვა ორგანიზაციების მიერ, საქართველოში განხორციელებული პროგრამებისთვის.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა, იშიძუკა ჰიდეკის ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა, ასევე – განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

- Advertisement -
Ad imageAd image


იაპონიის ელჩმა, ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.


შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საელჩოს მესამე მდივანი ბატონი ივატარე ოტარო.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

- Advertisement -
Ad imageAd image


https://youtube.com/@drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/erthoblivi-samomavlo-gegmebi-da-thanamshromlobis-perspeqtivebits-ganikhiles/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi