ამერიკული სატელევიზიო პრემია Emmy-ს წლევანდელი ნომინანტების სია ცნობილია. ყველაზე მეტი ნომინაცია მიიღეს სტრიმინგ-სერვისის Apple TV+ სერიალებმა „განცალკევება“ (27) და „კინოსტუდია“ (23).
თუმცა, ნომინაციების საერთო რაოდენობით სტრიმინგ სერვისის HBO Max პროექტები ლიდერობენ, რომლებიც 142 კატეგორიაში არიან წარმოდგენილები. მეორე ადგილზეა Netflix-ი 120 ნომინაციით, Apple TV+ 79 ნომინაციით მესამე ადგილზეა.
წლის „საუკეთესო დრამატული სერიალის“ ნომინაციაზე წარდგენილია სერიალები: „ანდორი“, „დიპლომატი“, „ერთ-ერთ ჩვენგანი“, „სამოთხე“, „საავადმყოფო პიტი“, „განცალკევება“, „ნელი ცხენები“ და „თეთრი ლოტოსი“.
საუკეთესო კომედიური სერიალის წოდებისთვის იბრძვიან: „სკოლა „ებოტი“, „დათვი“, „ეშმაკობები“, „ეს არავის უნდა“, „მკვლელობები ერთ შენობაში“, „თერაპია“, „კინოსტუდია“, „რას ვაკეთებთ ჩრდილში“.
ნომინანტთა სრული სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). Emmy 2025-ის ნომინანტთა სია ცნობილია. 16 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/emmy-2025-ის-ნომინანტთა-სია-ცნობი/
