დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეები…

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს:


საქართველო-თურქეთს შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებმა ზურაბ აზარაშვილმა და ფაჰრეთთინ ქოჯამ მოაწერეს.


დოკუმენტის მიხედვით, საქართველო და თურქეთი, აქტიურად ითანამშრომლებენ პირველადი ჯანდაცვის, საოჯახო მედიცინის სისტემის განვითარების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის კუთხით. ასევე – დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეების მიმართულებით.


ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება, ჰოსპიტლების მენეჯმენტის სისტემების შემუშავებისა და დანერგვის პრაქტიკის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ამასთან, მხარეები, ჯანდაცვის ხარისხის, აკრედიტაციის მექანიზმების დანერგვისა და კონტროლის მიმართულებით იმუშავებენ. მემორანდუმით გათვალისწინებულია, სტრატეგიული თანამშრომლობა სამედიცინო ინდუსტრიის სფეროში.


საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის მინისტრებმა დოკუმენტს ხელი თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესზე მოაწერეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

https://youtube.com/@drpkhakadze

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2023). დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესების, გლობალური ჯანდაცვის საფრთხეები…. 29 ოქტომბერი, 2023. https://sheniekimi.ge/ambebi/diagnostikisa-da-marthvis-gaumjobesebis-globaluri-jandatsvis-saphrthkheebi/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi