CIA-ს ყოფილი ოფიცერი დანაშაულს აღიარებს

1 წუთიანი წაკითხვა

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილმა მაღალჩინოსანმა დევიდ ჯ. რაშმა ვირჯინიის სასამართლოში დანაშაული აღიარა. გამოძიების თანახმად, 49 წლის მამაკაცმა თაღლითურად შეიძინა 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და უძრავი ქონება ფლორიდაში, ხოლო ამ საქმიანობამ ფედერალურ მთავრობას დაახლოებით 194 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა.

რაშმა არა მხოლოდ სამთავრობო სახსრებს ბოროტად გამოიყენა, არამედ თავის ბიოგრაფიაშიც იტყუებოდა. პროკურორების თქმით, ის ამტკიცებდა, რომ საზღვაო ძალების პილოტი იყო და კლემსონის უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ინფორმაცია მთლიანად ყალბი იყო.

CIA-ს დირექტორი ჯონ რეტკლიფი განაცხადა, რომ “დევიდ რაშმა ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობა და უღალატა საზოგადოების ნდობას”. სააგენტომ საკითხი FBI-ს გადასცა, მას შემდეგ რაც შიდა გამოძიება რაშის წინააღმდეგ მტკიცებულებები გამოავლინა.

რაში ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

- Advertisement -
Ad imageAd image

სრული ინფორმაცია: Ambebi.ge

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). CIA-ს ყოფილი ოფიცერი დანაშაულს აღიარებს. 17 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/cia-ს-ყოფილი-ოფიცერი-დანაშაუ/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi