შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოCBS News: ტეხასში სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს

CBS News: ტეხასში სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს

აშშ-ის შტატ ტეხასში ჩატარებული რეიდების დროს სამართალდამცველებმა 80-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავეს, რომელთა დეპორტაცია შემდგომში მოხდება. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, პოლიციამ რეიდები ქალაქებში დალასში, ფორტ უერტში, ირვინგში და კოლინის ოლქის სხვადასხვა ადგილას ჩაატარა. სამართალდამცველების განცხადებით, ეს უკანონო მიგრანტებთან ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თანამდებობის დაკავებამდე თქვა, რომ უკანონო მიგრანტებთან მკაცრ ბრძოლას აპირებს. ინაუგურაციის შემდეგ მან მისი გეგმების სისრულეში მოყვანა დაიწყო. პირველი, რაც გააკეთა ტრამპმა, გააუქმა მისი წინამორბედის ჯო ბაიდენის განკარგულება, რომელიც მიგრანტების დაკავებას სკოლებთან და სამლოცველოებთან ახლოს კრძალავდა.

  დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი