პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემააშშ ისრაელს 6.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მყიდის, მათ შორის 30 AH-64E...

აშშ ისრაელს 6.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას მყიდის, მათ შორის 30 AH-64E საბრძოლო შვეულფრენს და 3250 ჯავშანმანქანას

შეერთებულმა შტატებმა კონგრესს წარუდგინა 6.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღები გაყიდვის წინადადება, რომელიც ისრაელისთვის 30 AH-64E Apache ვერტმფრენის და 3250 ჯავშანმანქანის მიწოდებას ითვალისწინებს.

როიტერის მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მოითხოვა კონგრესისგან ისრაელისთვის 6.4 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების  გაყიდვის პაკეტის დამტკიცება. შემოთავაზებული გაყიდვა მოიცავს 30 AH-64E Apache Guardian ვერტმფრენს, 3250 ჯავშანმანქანას და დამხმარე აღჭურვილობას, რომელიც მიზნად ისახავს ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას ღაზას სექტორში მიმდინარე ოპერაციებისა და მზარდი რეგიონული საფრთხეების ფონზე.

შემოთავაზებული პაკეტი მოიცავს 3.8 მილიარდ დოლარს AH-64E Apache Guardian შვეულფრენების  შესაძენად, რომლებიც Boeing-ის საბრძოლო შვეულფრენების  ოჯახის ყველაზე მოწინავე ვარიანტია. ამჟამად ისრაელი AH-64A Peten-ისა და AH-64D Saraf-ის ვერტმფრენების ფლოტს მართავს, თუმცა ეს ისრაელის მიერ AH-64E მოდელის პირველი შენაძენი იქნება. E მოდელი ქსელური საბრძოლო ავიაციის ახალ ერას იწყებს და გვთავაზობს ტექნოლოგიური გაუმჯობესებების ფართო სპექტრს, რაც მრავალდომენიან ოპერაციებს, საბრძოლო შესაძლებლობების გაფართოებას და პილოტირებულ და უპილოტო თვითმფრინავებს შორის შეუფერხებელ ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს.

კითხვის გაგრძელება…

  „რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი