ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის 26-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის მიზეზი კლდოვანი მასის ჩამოწოლა გახდა.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ჩამოსულია კლდოვანი მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). გაფრთხილება მძღოლებს – ვაზიანი–გომბორის გზაზე კლდოვანი მასა ჩამოვიდა. 7 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გაფრთხილება-მძღოლებს-ვა/
