5 ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც წყვილმა ორსულობამდე 3 თვით ადრე უნდა გაითვალისწინოს – ექიმი-რეპროდუქტოლოგის რჩევა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ბავშვის მოვლის შვებულებით სარგებლობა ორივე მშობელს შეუძლია - მოქმედი რეგულაციებით დედასა და მამას მისი გამოყენება ერთდროულად არ შეუძლიათ - რა თანხას უნაზღაურებს სახელმწიფო მშობიარეს და რა ვალდებულებები ეკისრება დამსაქმებელს

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, ასახელებს იმ 5 ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც წყვილმა ორსულობის დაგეგმვამდე 3 თვით ადრე უნდა გაითვალისწინოს:

მავნე ჩვევებზე უარის თქმა
ორსულობის დაგეგმვამდე მინიმუმ სამი თვით ადრე, წყვილმა უარი უნდა თქვას თამბაქოს, მარიხუანის (ან სხვა მოსაწევი საშუალებების) და ალკოჰოლის მოხმარებაზე, რათა ორგანიზმი გაჯანსაღდეს. ვინაიდან სპერმის სრულ განახლებას სამი თვე სჭირდება, მავნე ჩვევების გამორიცხვა სწორედ ამ პერიოდიდანაა საჭირო.

​ფოლიუმის მჟავის მიღება
ამავე პერიოდში ქალბატონებმა დღეში 400-500 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღონ. ფოლიუმის მჟავა ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკს ამცირებს.

​ძილის რეჟიმისა და კვების მოწესრიგება

აუცილებელია ძილის რეჟიმის მოწესრიგება და მინიმუმ 8-საათიანი სრულფასოვანი ძილი. ​ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი და დაბალანსებული კვება. ჭარბი წონისა თუ მაღალი სხეულის მასის ინდექსის (BMI) არსებობისას, წონის დაკლება და კორექტირებაა საჭირო. ხოლო წონის დეფიციტის დროს, წონის მომატებაა რეკომენდებული. ამ საკითხზე ინდივიდუალური კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მკურნალ ექიმს მიმართოთ. ​

გინეკოლოგიური სკრინინგი
ქალებმა სრული გინეკოლოგიური სკრინინგი უნდა ჩაიტარონ. ამისთვის შეგიძლიათ, ექიმ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს მიმართოთ.

​სპერმის ანალიზიმამაკაცებმა სპერმის ანალიზი უნდა ჩაიტარონ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). 5 ძირითადი რეკომენდაცია, რომლებიც წყვილმა ორსულობამდე 3 თვით ადრე უნდა გაითვალისწინოს – ექიმი-რეპროდუქტოლოგის რჩევა. 6 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/5-ძირითადი-რეკომენდაცია-რ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi