ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეთანხმდნენ უკრაინისთვის „ევროპული მშვიდობის ფონდიდან“ 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობებზე. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
როგორც Interpressnews იუწყება, კალასის განცხადებით, „ეს კარგი ამბავია უკრაინისთვის და ცუდი რუსეთისთვის“.
კალასის თქმით, მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმების მიზანია ევროპის დაშინება, რათა შემცირდეს უკრაინის მხარდაჭერა, თუმცა, მისივე შეფასებით, ევროპა ამის საპირისპიროდ მოქმედებს და აგრძელებს ფინანსური დახმარების გაწევას.
სრული ინფორმაცია: Interpressnews
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). ევროკავშირმა უკრაინისთვის 6.6 მილიარდი ევრო გამოყო. 26 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ევროკავშირმა-უკრაინისთვ/
