კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. აღმოსავლეთ საქართველოში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალი კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა.
კადეტებს სწავლის დაწყება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო სკოლის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და კადეტებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
„თავდაცვის სამინისტროსთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის თქვენი არჩევანი ძალიან ფასეულია. გარწმუნებთ, თქვენი გადაწყვეტილება – მიიღოთ ხარისხიანი განათლება, გაიზიაროთ კადეტთა ლიცეუმის გამოცდილება – თქვენი წარმატებული მომავლის წინაპირობაა. ამ სკოლაში ჩაიდო ძალიან დიდი რესურსი. ამიტომ, მოგმართვათ თხოვნით, რომ გამოიყენოთ ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა. განაგრძეთ კითხვა
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო სკოლა გაიხსნა. 22 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/აღმოსავლეთ-საქართველოშ-2/

