4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია, ამავე საქმეზე მსჯავრდებული ზაქრო ალბუთაშვილი კი, საპატიმროს 8 ოქტომბერს დატოვებს.
გიორგი ჩახუნაშვილმა დანაშაული აღიარა და მოინანია. მან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა.
მოსამართლე ბუგიანიშვილმა სასამართლო სხდომაზე გიორგი ჩახუნაშვილს მიმართა: „თავს სრულად გრძნობთ წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ?, რაზეც ჩახუნაშვილმა განაცხადა – „კი ბატონო“.
დანაშაული აღიარა ოთხი ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ზაქრო ალბუთაშვილმა.
„თავს სრულად ვგრძნობ დამნაშავედ. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება“, – განაცხადა ზაქრო ალბუთაშვილმა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა.

QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). გიორგი ჩახუნაშვილმა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა კიდევ ერთმა პირმა, დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების შესახებ დააკმაყოფილა. 18 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გიორგი-ჩახუნაშვილმა-და-4-ო/
