თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება - ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ თბილისის საბავშვო ბაღების უდიდესი უმრავლესობა, კერძოდ, 184 ბაღი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სააღმზრდელო პროცესს, ზრუნვას აღსაზრდელებზე და უზრუნველყოფს კვების მიწოდებას პროდუქციის მიღებიდან საბოლოო მოხმარებამდე.

„დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი. ამ ეტაპზე, სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისის მიწოდება დროებით შეჩერებულია შვიდ საბავშვო ბაღში, სადაც ავადობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საბავშვო ბაღებში პროდუქტების შეტანის, დასაწყობების, მომზადებისა და მიწოდების წესები მკაცრ ყოველდღიურ კონტროლს გადის, რათა აღსაზრდელებამდე მივიდეს უსაფრთხო და სტანდარტით გათვალისწინებული საკვები. ასევე ზედმიწევნით არის დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მოთხოვნები.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა კვებით უზრუნველყოფის სისტემა წლებია პასუხობს ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს. საბავშვო ბაღებში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს კვების მიწოდების უსაფრთხო ჯაჭვს მწარმოებლიდან საბოლოო მომხმარებლამდე. თითოეულ პროდუქტს, რომელიც შედის საბავშვო ბაღში, თან ახლავს ლაბორატორიული კვლევის ოქმები და სხვა სავალდებულო დოკუმენტაცია. ამასთან, ხდება კონკრეტული პროდუქტების სინჯების შენახვა გარკვეული ვადით.

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

აღსანიშნავია, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, საბავშვო ბაღების კვების ბლოკები მოწმდება როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოს ექსპერტების, ისე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტების მიერ. სპეციალისტების მიერვე მოწმდება ბაღში არსებული გარემო, ასევე პროდუქტების საწყობები, ტემპერატურული რეჟიმები, პროდუქტის ხარისხი, წარმოების ვადები და ასე შემდეგ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა კლინიკებში საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მიმართვიანობის მაჩვენებლის მატება.

რაც შეეხება გასულ 24 საათში გამოვლენილ მიმართვიანობის ფაქტებს და ავადობის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, საკითხი კვლევის ეტაპზეა. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოუთმენლად ელოდება სპეციალისტების დასკვნას, რის შემდეგაც გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. 18 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისის-ბაგა-ბაღების-მა/

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 18]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%97%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%92%e1%83%90-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.