შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 წლის ბავშვის მიმართ შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მოხდა.
უწყებაში განმარტავენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, იძულების ფაქტზე დაიწყო.
დადგენილია ინციდენტში მონაწილე პირი და ახმეტის პოლიციის სამმართველოში მიმდინარეობს გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები უკვე მიმდინარეობს.
ფაქტის შესახებ, სოციალურ ქსელში მშობელმა დაწერა. ბავშვის დედა ამტკიცებს, რომ ფაქტი გასულ კვირას, სოფლის მოსაცდელთან მოხდა.
მისი თქმით, ბავშვი ცეკვის რეპეტიციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც ასაკოვანმა მამაკაცმა სახლში წაყვანა შესთავაზა. უარის მიღების შემდეგ კი კაცი ავტომობილში მის ძალით ჩასმას შეეცადა. ბავშვმა თავის დაღწევა მოახერხა და ახლომდებარე მაღაზიის მიმართულებით გაიქცა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2026). შემთხვევა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მოხდა – „მშობელი ამტკიცებს, რომ უცნობმა კაცმა 10 წლის ბავშვის მანქანაში ჩასმა იძულებით სცადა…“. 16 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/შემთხვევა-ახმეტის-მუნიცი/
